მეთოდის მიღმა #17

კი მუსუბი ნო ტაჩი (4)

თვლა 1-დან 4-მდე

«მეთოდის მიღმა #16»-ში ვნახეთ, რომ მე-2 თვლის გიაკუ იოკომენი თვლა 1-ის ფინალური ჭრის დამუხრუჭებით მთავრდებოდა, რაც სხეულს აიძულებს ხმლისთვის დამახასიათებელი (მჭრელი პირი ზევითკენ) ეს პოზიცია მიიღოს.

ამ დარტყმის ცოტა არ იყოს განსაკუთრებული ხასიათი აუცილებელი გახადა საჭიროებამ, გავჭრათ მესამე მოწინააღმდეგე, რომელიც ამჯერად, ახლადშექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მარჯვენა მხრიდან უტევს უკეტაჩის.

იოლი დასანახია, რომ სწორ ხაზზე შესრულებული კი მუსუბი ნო ტაჩის 4-ვე თვლა სრულადაა შენარჩუნებული: ზემოთ, ვიდეოზე, ოთხივე დარტყმა, რომლებიც საიტოს მეთოდის ფარგლებში სრულდება, ყოველგვარი ცვლილების გარეშეა ნაჩვენები.

მაგრამ ამიერიდან, როდესაც ამ უაღრესად საბრძოლო მოძრაობას ასე, ბრუნვის გათვალკისწინებით შევასრულებთ, შეგვიძლია მის ლოგიკასაც ჩავწვდეთ, მაშინ, როცა აქამდე, მეთოდის სწორხაზოვან ვერსიაში, შეუძლებელი იყო საბრძოლო ლოგიკის გააზრება, რაკი ოთხივე დარტყმას ერთსა და იმავე მოწინააღმდეგის მისამართით ვასრულებდით.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ოქტომბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-17?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)