მეთოდის მიღმა #20

სან ჯუ იჩი ნო ჯო

მონაკვეთი 1-დან 4-მდე (სავარჯიშო ოთხი მიმართულების გათვალისწინებით)

ახლა, როცა მეთოდის მიხედვით ხაზზე გასაკეთებელი სავარჯიშოს ფორმები ნასწავლი (შდრ. მეთოდის მიღმა #19) და შესრულებულია ოთხი მიმართულებით, თანაც სხვადასხვა კუთხიდან ერთდროულად მომავალი მოწინააღმდეგეების შეტევათა გათვალისწინებით, უკეთ ვგებულობთ ხაზზე გასაკეთებელი სავარჯიშოს საფუძვლებს: მეთოდში არასდროს გვთავაზობენ საბრძოლო ხასიათის სავარჯიშოებს.

ყოველთვის უნდა გვქონდეს გონებაში: ბრძოლის ველი არასდროს არაა მუშტი-კრივი, ოთხჯერ არავინ ურტყამს ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს, რადგან გამოვიდოდა, რომ უგულებელყოფს მარცხნიდან, მარჯვნიდან და უკნიდან მომავალ საფრთხეს.

იდეალური (როგორც ო-სენსეი იტყოდა, ღვთაებრივი) ტექნიკა არის ის, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს ოთხ შემდეგ პირობას:

  1. თითოეული დარტყმა უნდა იყოს საბოლოო,
  2. თითოეული დარტყმა საშუალებას უნდა გვაძლევდეს ამავდროულად (ანუ თვით ამ დარტყმის მოქმედებით) დავტოვოთ ადგილი, რომელიც წამის წინ გვეკავა,
  3. თითოეული დარტყმა საშუალებას უნდა გვაძლევდეს გადავაადგილოთ სხეული თითოეულ ჯერზე,
  4. სხეულის გადაადგილება განუწყვეტელია, ის ემორჩილება მათემატიკის კანონს, რომელიც, როგორიც არ უნდა იყოს გარემოებები, მას მუდმივად თავისი თავის ანალოგად აქცევს. ეს კანონი ჰომოთეტიაა.

პირობა n°1 ადასტურებს იაპონური საბრძოლო ხელოვნებების მთავარ კონცეფციას: იჩი-გო, იჩი-ე, რაც ითარგმნება, როგორც « მხოლოდ თითოჯერ ».

პირობა n°2 პრაქტიკულ ჭრილში გამოიხატება იმით, რომ აიკიდოში არ არსებობს და ვერც იარსებებს აცილება თავისთავად, განყენებულად: იმიტომ რომ შეტევა ამავდროულად აცილებაცაა. აცილების ერთადერთი საშუალება დარტყმით შესვლაა და სწორედ ესაა ირიმი.

პირობა n°3 მოქმედების პრინციპის რეგულარობას გამოხატავს ტექნიკურ ფორმათა უსასრულო ნაირგვარობის სახით.

პირობა n°4 – აიკიდოში – თავად მოქმედების უნიკალური პრინციპის (ერთი) გამოვლენის კანონია, რაც გულისხმობს, რომ ყველა ილეთი ერთმანეთთან საერთო წარმოშობითაა დაკავშირებული. ტექნიკური ფორმისათვის ამ საერთო სათავის გამოვლინება სივრცეში სხეულის უცვლელი მოძრაობაა, რაკიღა იგი ამ კანონს ემორჩილება.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ნოემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-20?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)