მეთოდის მიღმა #22

სან ჯუ იჩი ნო ჯო

მონაკვეთი 4-დან 6-მდე (სავარჯიშო ოთხი მიმართულების გათვალისწინებით)

მნიშვნელოვანია, რომ არასდროს გამოგვრჩეს მხედველობიდან შემდეგი: საბრძოლო მოძრაობის სინამდვილეში თითოეული დარტყმა გადამწყვეტია, არ არსებობს არანაირი მოძრაობა შეტევის მოძრაობის გარდა.

მაგალითად, ქვედა ვიდეოზე ვხედავთ, რომ მე-4 თვლა, რომელიც პედაგოგიკიურ სწორხაზოვან მუშაობაში « თავდაცვას » მოგვაგონებს (შდრ. მეთოდის მიღმა #21 »), სინამდვილეში შეტევაა მარცხნივ მყოფ მოწინააღმდეგეზე.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება არსებობდეს თავდაცვა, რომელსაც მოსდევს შეტევა, ნიშნავს, რომ ის დუალობის ჩარჩოებში აზროვნებს. ერთიანობის ფარგლებში აზროვნება კი ნიშნავს იმის გააზრებას, რომ თავდაცვა და შეტევა არ არის ორი სხვადასხვა რამ: შეტევის თითოეული თვლა ამასთანავე უსაფრთხო ადგილას მისვლის საშუალებაცაა.

ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი ფრნაგული ანდაზა ღაღადებს, « საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ». ეს კი ზოგადად შემდეგნაირადაა ხოლმე გააზრებული: იმისათვის, რომ თავდასაცავად არ გაგიხდეს საქმე, სჯობს პირველმა შეუტიო. ამგვარი ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ შეტევა და თავდაცვა კვლავაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ელემენტებად მიიჩნევა.

აიკიდოში კი ყველაფერი სულ სხვგვარადაა.

ვიმეორებ, ო-სენსეის ხელოვნების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მოძრაობა, რომელიც საშულებას გვაძლევს ოპტიმალური ეფეტურობით დავარტყათ, არ განსხვევდება მოძრაობისაგან, რომელიც საშუალებას გვაძლევს უსაფრთხო ადგილას აღმოვჩნდეთ შესაძლოთაგან ყველაზე სრულყოფილი გზით. არ არსებობს თავდასხმა და თავდაცვა, არ არსებობს ორი მოძრაობა, რომელთაც ერთმენთისგან გამოვარჩევდით: არის ერთადერთი მოძრაობა. ეს ერთი მოძრაობა გადაადგილების უცვლელი სისტემის შედეგია, რომელიც მოქმედი უზენაესი პრინციპიდან მომდინარეობს. სწორედ ასე წარმოიშვება შეტევა და თავდაცვა ერთი სათავიდან.

აიკიდოს ვერც ერთი მოძრაობა ვერ იქნება შესაძლებელი იქამდე, ვიდრე არ ჩავწვდებით გადაადგილების უცვლელ სისტემას, როგორც ასეთს, და თან იმ სახით, რა სახითაც ეს ო-სენსეიმ შეიმუშავა.

და ბოლოს, როდესაც ეს გადაადგილება ისე გამოიყენება, როგორც ჯერ არს, ცხადია, შესაძლებელი ხდება დავარტყათ ან არ დავარტყათ, რადგან აიკიდოს ტექნიკა გვასწავლის, რომ ომი და მშვიდობა ერთი და იმავე მოძრაობიდან იღებს სათავეს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამაშია პირადი და შეფარდებითი არჩევანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თვითონ ამ მოძრაობასთან. მართლაც, მოძრაობა მოქმედების პრინციპის გამოვლინებაა და, თუ მოქმედების პრინციპი სრულყოფილია, სამაგიეროდ, იგი არ ცნობს მორალს, რაც მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი ცნებაა.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის დეკემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-22?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)