მეთოდის მიღმა #26

უშირო რიოტე დორი ირიმი ნაგე

ირიმი ნაგეს ეს გდება სრულდება მაშინ, როცა უკე ცდილობს წინიდან დაწყებული შეტევის შედეგად ტორის ზურგსუკნიდან ორივე ხელში ჩაავლოს და ასე გააუძრაოს.

ტორი არ აცდის უკეს, დააბოლოოს თავისი შეტევა და ძირს აგდებს ირიმი ნაგეთი იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს მას ზურგიდან მოუაროს.

მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამ ვიდეოზე, რომ გადაადგილება ამ შემთხვევაში აბსულუტურად იგივეა, რაც გადაადგილება იკიოს დროს უკანა ჩავლებიდან (ერი დორი, რიოკატა დორი ან კატატე რიოტე დორი).

ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ამ ორივე შემთხვევაში ტორი წრის იმ კვადრატში გადაადგილდება, რომელიც მისგან უკან და მრჯვნივ მდებარეობს და ამ გადაადგილებასაც მარჯვენა ფეხით იწყებს. მაშასადამე, მისი სხეულის მოძრაობა ვერ იქნება განსხვავებული.

ამგვარად მივდივართ დასკვნამდე, რომ სხეულის ერთმა და იმავე, იდენტურმა მოძრაობამ, საბოლოოდ შეიძლება ერთი შეხედვით ისეთი დაშორებული ფორმები მიიღოს, როგორებიც იკიო და ირიმი ნაგეა.

ეს განსხვევება მხოლოდ და მხოლოდ დეტალია.

ის მხოლოდ შედეგია განსხვავებული მიმართებისა, რომელიც იმ დროს სივრცეში უკესა და ტორის შორის არსებობს და ეს სრულიად ვერ ცვლის იმ ამბავს, რომ ტორი მკაცრად ერთსა და იმავე, უცვლელ მოძრაობას ასრულებს.

ასეთი მაგალითები შეიძლება უკეთ გვიხსნის იმას, რაც რიაის ცნებაში იმალება და რაც, თავისთავად, აიკიდოს სული და გულია. ოჯახის ამბავივითაა.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის იანვარი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-26?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)