მეთოდის მიღმა #27

მოროტე დორი კოკიუ ჰო

ეს სავარჯიშო, რომელსაც აიკიკაის წიაღში სოკუმენ ირიმი ნაგეს სახელით მოიხსენიებენ, საიტო სენსეის მეთოდში 180°-იანი ბრუნვით უნდა შესრულდეს.

შესანიშნავია. ასეთ დროს დამწყები მოვარჯიშე საუკეთესო პირობებში სწავლობს სხეულის ბრუვით მოძრაობას, სიმძიმის ცენტრის ქვევით ჩატანას და, ამგვარად, თეძოების გამყარება-დასტაბილურებას.

მაგრამ მუშაობის ეს პირობები სწავლის საჭიროებათა გამოა ასე გამარტივებული. და ვიდეოზეც კარგად ჩანს, რომ სოკუმენ ირიმი ნაგეს ასეთი სახით შესრულება არ მუშაობს რამდენიმე მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული შეტევის კონტექსტში.

თანაც არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ო-სენსეის ეს სწავლება: აიკიდოს ილეთი ვერ იმუშავებს მხოლოდ ერთი მეტოქის წინააღმდეგ, მან უნდა უმუშაოს – და თან ყოველგვარი ცვლილების გარეშე – რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ, რომელებიც ერთდროულად გვიტევენ.

თუკი 180°-იანი ბრუნი ვერ პასუხობს ჯგუფურ შეტევას, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალობაში ბრუნვა 270°-მდე უნდა გაგრძელდეს: მხოლოდ 270°-ზე ხდება უკე მსუბუქი და იწყებს მოძრაობას და მხოლოდ 270°-ზე ტოვებს ტორი შეტევათა ზონას.

270°-იანი ბრუნი ტორის საშუალებას აძლევს ორი რამ გააკეთოს ერთი გადაადგილებით: - დატოვოს ამის შედეგად სახიფათო ადგილმდებარეობა - და ამავდროულად უკემ დაიკავოს ეს სახიფათო ადგილმდებარეობა

ეს 270°-იანი ბრუნი – და ეს მნიშვნელოვანია – სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც ყველა აიკიდოკა სხარტად ასრულებს მოძრაობისას, რომელსაც სახელად ტაი ნო ჰენკა ეწოდება.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-27?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)