მეთოდის მიღმა #29

აიკიდოს გადაადგილების პრინციპი ახლო კადრში

(მაგალითი წრის წინა მარჯვენა უბანზე)

წინა ფეხით დაწყებული მოქმედება: კაიტენ ნაგე

ზედა ვიდეოში (აიჰანმი კატატე დორი კაიტენ ნაგე) იმ პრინციპის დაცვაა ნაჩვენები, რომელიც ვრცლად „მეთოდის მიღმა #28“-ში განვმარტეთ.

პირველი შესაძლებლობა, ჰიდარი ჰანმიდან წრის წინა მარჯვენა უბანზე მისასვლელად: ვიწყებთ წინა ფეხით.

ნათლად ვხედავთ – პირველ თვლაზე – რომ წინა (მარცხენა) ფეხის ტრიალით გადაადგილება ტორისათვის მარჯვნივ (მარჯვნიდან მომავალი მოწინააღმდეგისათვის დასარტყმელად) ერთადერთი საშუალებაა უკეს წონასწორობიდან გამოსაყვანად მისგან მარცხნივ. როგორც ირკვევა, უკეს ამგვარი გამოყვანა წონასწორობიდან აუცილებელია კაიტენ ნაგეს სწორი შესრულებისათვის.

ნათლად ვხედავთ – მეორე თვლაზე – რომ უკანა (მარჯვენა) ფეხის გადაადგილება, რომელიც წინა ფეხის მოძრაობას კვალდაკვალ მიჰყვება, უკეს ჩამომავალი ხელის მიმართ კაიტენ ნაგესათვის აუცილებლად იდეალური კუთხით სრულდება.

ეს უკანასკნელი ელემენტი განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ის სრულად ემთხვევა საიტო სენსეის მეთოდის ფუნდამენტურ სწავლებას: კაიტენ ნაგეს დროს ხელი უკეს სხეულის მიმართ ზუსტად 45°-იანი კუთხით ჩამოდის.

აქედან ადვილი მისახვედრია, რომ ის, რასაც თავიდანვე გამოჰყავს წონასწორობიდან უკე და, ამავდროულად, მის ხელს იდეალურ კუთხეს აძლევს, არ გახლავთ ტორის გონებაში მიღებული გადაწყვეტილება. იგი არ ირჩევს, « იმოქმედოის ამა და ამ კუთხით », იმიტომ რომ მას ნასწავლი აქვს ეს.

არა, ამ კუთხეს სხეულის მთლიანობაში ბრუნვა იძლევა ირიმი-ტენკანის პრინციპის გამოისობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – და ეს არსებითია – გადაადგილების პრინციპის სუფთად და მარტივად დაცვა ყველა აუცილებელ პირობას უყრის თავს ამა თუ იმ ილეთის იდეალური შესრულებისათვის.

ამას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოჰყვება საბრძოლო ჭრილში: ტორის არ სჭირდება დაფიქრება. მართლაც, საკმარისია გადაადგილების პრინციპი დაიცვას, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ყველა მომყოლი ტექნიკური ელემენტი შეძლებისდაგვარად იდეალურად განხორციელდება და თან ისე, რომ მას არც ერთ მომენტში ფიქრის აუცილებლობა არ შეექმნება. ზუსტადაც, ბრძოლისას არ არის ფიქრის დრო, ექსტრემალური სიტუაციები მყისიერ პასუხებს მოითხოვს. აიკიდო ამ მყისიერ გზას გვთავაზობს და დამბნევი ფიქრებისაგან გვათავისუფლებს: ესაა ირიმი- ტენკანი.

მოქმედების მეორე შესაძლებლობა ჰიდარი ჰანმიდან ტორისათვის წინა მარჯვენა უბანში მისასვლელად, ოღონდ ამჯერად უკანა ფეხით, „მეთოდის მიღმა #30“-ში იქნება გამოკვლეული.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-29?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)