მეთოდის მიღმა #3

ნი ნო ტაჩი

ვიდეო # 3 : გადასვლა სწორხაზოვანი სავარჯიშოდან წრიულ რეალობაზე (დარტყმები 1, 2, 3 და 4)

ისევე, როგორც დარტყმები 1 და 2 (შდრ. « მეთოდის მიღმა #2», დარტყმები 3 და 4-იც სკრუპულოზურად იცავენ სწორხაზოვანი სუბურის გეგმას: ჰიდარი ცკი მე-3 თვლაზე და შომენ უჩიკომი მე-4-ზე.

მაგრამ ამიერიდან ეს ოთხი დარტყმა აღარ სრულდება ერთ სწორ ხაზზე და თან უკან დახევით მოწინააღმდეგის პირისპირ, რომელიც მიყოლებით გვიტევს. თითოეული დარტყმა სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი: ჭეშმარიტ საბრძოლო ხელოვნებაში ორჯერ არ ურტყამენ ერთსა და იმავე ადამიანს.

იაპონურ საბრძოლო ხელოვნებათა კულტურაში, ჩაის ცერემონიის დროს თუ ნოს თეატრში, ისევე, როგორც ძენ-ბუდიზმში, არსებობს ერთი გამოთქმა, რომლის მიხედვითაც შანსი მხოლოდ ერთია და რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია: « იჩი-გო იჩი-ე ». თითოეული მოქმედება გადამწყვეტია, თითოეული მომენტი მხოლოდ და მხოლოდ თითო შეხვედრის შესაძლებლობაა და არაფერი არ მეორდება.

კუმიტაჩი n°2 თავისი სწორხაზოვანი ფორმით ამ პრინციპის სრულიად საწინააღმდეგო მაგალითია, იგი საგანგებო, სისტემატური, მეთოდური მიზანსცენაა წინიდან უკნისაკენ განმეორებითი მოქმედებებისა ერთი და იმავე ადამიანის წინაშე. ამიტომაც ვერ იქნება იგი ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება, ამიტომაც ვერ ვუწოდებთ ამას აიკიდოს სწავლის ამ სტადიაზე.

როდესაც სწორ ხაზზე შესრულებული ეს სავარჯიშო ოთხი მიმართულებით დატრიალდება, მხოლოდ მაშინ იჩენს თავს ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება.

სწორხაზოვანი სუბური უფრო რთული რეალობის გამარტივებაა, ისევე როგორც პლანისფერაა გამარტივებული (ორგანზომილებიანი) გამოსახულება (სამგანზომილებიანი) დედამიწის სფეროსი. არ დაგვავიწყდეს, რომ გამარტივება გარკვეულწილადაა მოსახერხებელი, მაგრამ ის გარდაუვლად იწვევს დეფორმაციას. ეს დეფორმაცია არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ჭეშმარიტების ძიებისას. შეგახსენებთ მაგალითს, რომელიც ერთხელ უკვე მოვიხმე « კაჯოების » განხილვისას: მსოფლიოს რუკაზე სამხრეთ ამერიკა გრენლანდიაზე უფრო პატარა ჩანს, მაშინ როცა სინამდვილეში იგი მასზე რვაჯერ უფრო დიდია. ეს მერკატორის გამარტივების გარდაუვალი შედეგია.

ამან იმ მეთოდზე უნდა დაგვაფიქროს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ აიკიდოს სასწავლად: როგორც მის უდაოდ სასარგებლო ბუნებაზე, ისე მის საზღვრებზე, ვინაიდან ეს გამარტივებაა. კუმიტაჩი n°2-ის გარდა ჩვენ ამის კიდევ ბევრ მაგალითს ვნახავთ.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-3
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)