მეთოდის მიღმა #37

კუმიჯო n° 8 (მე-4 ნაწილი) « მეთოდის მიღმა #36 »-ში შესწავლილი გადაადგილების გამოყენება ჯოთი

(წრის კვადრატისკენ, რომელიც ტორის ზურგსუკან მდებარეობს)

ცკი ნო კამაეს დგომიდან (ჰოდარი ჰანმი), რომელიც მე-8 კუმიჯოს საწყისი დგომია, წინა (მარცხენა) ტერფი იწყებს პირველ მოძრაობას, რათა ტორის უკან მდებარე კვადრატში მივიდეს.

უკნისაკენ შესრულებული ეს ბრუნვა ერთდროულად ორი რამის საშუალებას გვაძლევს: შევიდეთ თავდამსხმელთა წრეში, ამგვარად სახიფათო პოზიცია დავტოვოთ და ამავე მოძრაობით გადავკვეთოთ მარცხნიდან მომავალი მოწინააღმდეგის ყელი, რაც მეთოდში ხაზზე შესრულებულ საბაზო კუმიჯოში პირველ თვლას შეესაბამება (აქ, ზუსტად ამ სტადიაზე შევადაროთ ტერფების განლაგება სასწავლო ფორმასა და რეალურ ფორმას შორის!).

როდესაც სპირალის მეორე ნაწილში ჩავდივართ, ჯოს წვერი მეტრონომის სიზუსტით ჯდება უკანა მოწინააღმდეგის ორ წინამხარს შორის (ეს ღვთიური ნებაა და ნებისმიერი სხვა მოძრაობა, როგორიცაა, მაგალითად, მეტოქის შეტევა კისერში, დაამახინჯებდა სამყაროს იმ სრულყოფილ მოქმედებას, რომელიც ტორის ნებაზე არ გახლავთ დამოკიდებული. ამავდროულად უკანა (მარჯვენა) ტერფი ოთხკუთხა პოზიციაშია მარცხენა ტერფთან.

საკმარისია, განაგრძოს ტორიმ ბრუნვა, რომელიც კიდევ ერთხელ წაიღებს მარცხენა ტერფს უკნისაკენ (ოთხკუთხედად მარჯენა ტერფთან), და უჩი ჯოს წონასწორობიდან გამოიყვანს გვერდითკენ თავისი თეძოების ირიმი-ტენკანის ტრიალისაგან წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ძალით და ამ მოძრაობით დაასრულოს ჯოს სპირალი, რომელიც ამ მოწინააღმდეგეს დანარჩენი ორი მეტოქისაკენ მოისვრის.

მნიშვნელოვანია: აიკიდოს მოძრაობა ისეთია, რომ უკე ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში ვარდება დანარჩენი მოწინააღმდეგეებისკენ. თუმცა ყურადღებით: არა ტორის არჩევანის გამო. ეს რომ თავდამსხმელებს ხელს უშლის, ცხადზე ცხადია, მაგრამ მათთვის შექმნილი ეს უხერხულობა მხოლოდ და მხოლოდ შედეგია პრინციპის დაცვით შესრულებული მოძრაობისა. და სწორედ ეს აუცილებლობაა ფრიად საკვირველი, თითქოს რაღაცა ხდება ადამიანზე გავლით, მაგრამ ეს რაღაც მასზე არაა დამოკიდებული, თითქოს ის სამყაროს გულიდან გამოსული სრულყოფილი მოქმედება იყოს და ადამიანს მხოლოდ ინსტრუმენტად იყენებდეს.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის მაისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-37?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)