მეთოდის მიღმა #40

მუნა დორი კოკიუ ნაგე

მეთოდის სწავლებაში მუნა დორი კოკიუ ნაგე ორმაგი ბრუნით ისწავლება: პირველი 180°-იანი ბრუნი უკეს წონასწორობიდან გამოსაყვანადაა და იქვე, დაუყოვმებლივ, მეორე 180°-იანი ბრუნი მისი გდებისათვის.

ეს ჩინებული სავარჯიშოა თეძოების ამოძრავებისა და მათი გამყარებისათვის გდების მომენტში.

მაგრამ ამ სავარჯიშოს არაერთი სირთულე ახლავს თან:

    • ის არარეალისტურია ძლიერ უკესთან, რადგან ტორის თეძოების არასაკმარისი მოძრაობა აიძულებს მას, უკე წონასწორობიდან მისივე საყრდენი ფახის მიმართულებით გამოიყვანოს,
    • ის აიძულებს ტორის, გდების მომენტში « წავიდეს უკესკენ », მაშინ, როცა სწორედაც საპირისპირო რამ უნდა მოხდეს: უკე უნდა ამოძრავდეს ტორის გარშემო, როგორც პროპელერის ფრთა თავისი ღერძის გარშემო, და ვარდნითაც საკუთარი დინამიკის შედეგად უნდა დავარდეს,
    • ის განუხორციელებადია ჯგუფური შეტევის კონტექსტში, რადგან ტორი ბოლოს დანარჩენებისთვის ღია და მოწყვლადი რჩება.

ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია მეთოდის ფარგლებში, რომელსაც, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონასი არ იყოს, მხოლოდ იმის გაღება ძალუძს, რაც მას აქვს.

არადა გამოსავალი არსებობს, მაგრამ იგი მოითხოვს იმის გააზრებას, თუ რა ფუნდამენტური განსხვავებაა სასწავლო-სავარჯიშო პრაქტიკასა და რეალურ მოძრაობას შორის.

ეს განსხვავება მათემატიკურად იზომება და იგი 90°-იან კუთხეს უდრის: როდესაც მეთოდი პირველ ბრუნის 180°-ით შესრულებას მოითხოვს, რეალობა ამ დროს მის შესრულებას 270°-ით გვაიძულებს.

მხოლოდ ეს დამატებითი 90° გვაძლევს საშუალებას შემდეგი არსებითი პუნქტები დავიცვათ:

    • განვახორციელოთ თეძოების საწყისი ბრუნი ისეთი ამპლიტუდით (270°), რომ მან ამოძრავებისას და უკეს წონასწორობიდან გამოყვანისას მნიშვნელოვანი ძალა განგვავითარებინოს,
    • შევასრულოთ ეს ბრუნი უკეს წონასწორობის დაკარგვინებისას გვერდიდან, ანუ იქ, სადაც ის სუსტია და არა მისი საყრდენი ფეხის მიმართულებით, სადაც ის განსაკუთრებულად მყარია
    • უკეს წონასწორობა დავაკარგინოთ ერთ-ერთი გვერდითი მოწინააღმდეგისკენ (მარცხნივ ან მარჯვნივ, ჩაჭიდების მიხედვით)
    • მოვისროლოთ უკე დანარჩენი ორი მეტოქისკენ

აიკიდოს ტექნიკა ერთ მოწინააღმდეგესთან ისევე უნდა მუშაობდეს, როგორც ოთხთან, ისე, რომ მისი შეცვლა საჭირო არ გახდეს. ესაა ო-სენსეის სწავლება, არსებითი მნიშვნელობა აქვს ამის გაგებასა და დაცვას. გაგება იმისა, თუ რა არის აქ გადამწყვეტი, სწორედ ამ 270°-იანი კუთხის გაგებას უკავშირდება.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-40?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)