მეთოდის მიღმა #41

დაწვრილებითი დოსიე კუმიტაჩი n°5-ზე

# 1: საბაზო სუბური

ვიდეოზე კუმიტაჩი იმგვარადაა ნაჩვენები, როგორც ეს საიტო სენსეის სასწავლო მეთოდით ისწავლება. სწორედ ამ სახით მასწავლა მეც, ივამაში, გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში.

ამგვარი გამოთქმებით იმ დროის სიდიდეს ვგრძნობ, რომელიც იმ ეპოქას მაშორებს დღეს. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ აიკიდოს გაგება-გააზრება, რაც საიტო სენსეისთან პრივილეგირებული ურთიერთობის წყალობით მოვახერხე და ამას დამატებული შემდგომი გამოცდილების წლები, შეიძლება გამოადგეთ ჩემს მეგობრებს, რომლებიც, ჩემ მსგავსად და ჩემ შემდგომ დაადგნენ ამ გრძელ და სასწაულებრივ გზას. დაე, ამ ყველაფერმა გაუადვილოს მათ გზა და ისინი ჩემზე შორს წაიყვანოს, სხვა არავითარი მიზანი ამ უბოლოო ტექნიკურ სტატიებს არა აქვს.

დღეს კუმიტაჩი n°5-ის ახსნას ვიწყებ, რომლის ურა, ანუ დაფარული მხარე და საბრძოლო პერსპექტივა სრულიად უცნობია საიტო სენსეის მეთოდის მომხმარებელთა უმრავლესობისათვის.

აღარ განვავრცობ განმარტებებს ზევით ნაჩვენებ სუბურზე, რაც თავად საიტო სენსეიმ არაერთხელ ახსნა და გაარჩია ვრცლად თავის დროზე. თუმცა, ცხადია, პასუხებს გავცემ შეკითხვებს, თუკი ისინი იქნება.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-41?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)