მეთოდის მიღმა #42

დაწვრილებითი დოსიე კუმიტაჩი n°5-ზე

# 2: უჩიტაჩის საწყისი შეტევა და უკეტაჩის პასუხი

უჩიტაჩი უტევს შომენ უჩით. უკეტაჩი ამ შეტევას ჰიდარი იოკომენ უჩით (ანუ მარცხნიდან) « პასუხობს ». უჩიტაჩი, რომელიც « ამჩნევს » ამ პასუხს, ბოლო მომენტში წყვეტს შეტევას და ამგვარად მარჯვება ფეხის უკან წაღებას ახერხებს. ესაა მცდელობა in extremis გააკონტროლოს უკეტაჩის ხმალი.

ასეთია ამ სავარჯიშოს თეორია. ის სრულიად არარეალურია, მაგრამ მაინც უსათუოდ უნდა დავიცვათ, თუკი გვინდა, რომ სწავლა ნაყოფიერი იყოს. აი რატომ უნდა შეუტიოს უჩიტაჩიმ პირველ თვლაზე და შემდგომ უკან დაიხიოს ზეწოლის შედეგად. ის ვერ შემოიფარგლება პირდაპირ უკან დახევით, რის გარეშეც, ცხადია, მისი მხრიდან ვეღარ იქნებოდა შეტევა, როგორც ვიდეოზეა ეს ნაჩვენები.

ნათქვამის მიუხედავად, მაინც არის ამ სავარჯიშოში ერთი ძალიან უცნაური და, პირველ ხანებში, საკმაოდ გაუგებარი რამ და ეს შემდეგში მდგომარეობს:

ყველამ იცის ჰიდარი ავასეს სავარჯიშო. უჩიტაჩი უტევს შომენ უჩით და უკეტაჩიც შომენ უჩითვე პასუხობს მარცხნიდან. ეს იოკომენ უჩისთან შედარებით უფრო სწრაფი და, ამ სიტუაციაში, სრულიად საიმედო პასუხია, რადგანაც უჩიტაჩის ხმალი არ არის უკეტაჩის ველში იმ მომენტში, როდესაც ეს უკანასკნელი შომენის გაკეთებას გადაწყვეტს. ვიცით, რომ იოკომენი გამოიყენება პირიქით, როცა უჩიტაჩის ხმალი უკეტაჩის ველშია, შომენი კი ამ შემთხვევაში შეუძლებელია, ვინაიდან ის ღია შემოსასვლელს უტოვებს მოწინააღმდეგეს.

აბა ამ კუმიტაჩი n°5-ის პირველ თვლაზე, ანუ სიტუაციაში, რომელიც ჰიდარი ავასეს სრულიად იდენტურია, რატომ აკეთებს უკეტაჩი შომენ უჩის ნაცვლად იოკომენს, მაშინ როცა ეს ტექნიკა შესასრულებლად უფრო გრძელია და თან არც საბრძოლო კონტექსტი მოითხოვს ამას?

ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვაა და ის უნდა დაისვას. ამაზე გაცემული პასუხი მიგვახვედრებს, თუ როგორ უნდა შევასრულოთ სასწავლო კუმიტაჩი (რომელიც ბოლოს და ბოლოს სუბურია და მეტი არაფერი) რეალობაში. ამას განვიხილავთ და გავარჩევთ მეთოდის მიღმა #44-დან მოყოლებული.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ივლისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-42?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)