მეთოდის მიღმა #43

დაწვრილებითი დოსიე კუმიტაჩი n°5-ზე

# 3: უჩიტაჩის უკანასკნელი შეტევა იოკომენია

ორი მიზეზი არსებობს იმისა, რომ უჩიტაჩის უკანასკნელი დარტყმა კუმიტაჩი n°5-ში იოკომენი იყოს.

პირველი ბიომექანიკურია: როდესაც მოქმედების დასაწყისში ხმალი სხეულის რომელიმე მხარეს მდებარეობს, ამ მოქმედების დასრულება მხოლოდ და მხოლოდ სხეულის მეორე მხარესაა შესაძლებელი, გამომდინარე სხეულის ღერძის ბრუნვის პრინციპიდან. ფაქტობრივად, ესაა იოკომენ უჩის განსაზღვრება და ესაა ამავდროულად აიკი კენის სუბური n°5. საწყისი დგომი ჩუდანი იქნება თუ გედანი, ეს ვერ შეცვლის ფიზიკის ამ კანონს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუძლებელია გააკეთო შომენ უჩი და ეს იყოს ბუნებრივი (ანუ მოძრაობას ხელებით გაძლიერება არ სჭირდებოდეს), თუკი ხმალი სვლას გვერდიდან, სხეულის რომელიმე მხრიდან დაიწყებს.

მეორე მიზეზი უკავშირდება აუცილებლობას, გავითვალისწინოთ ის ღიობები, რომელთაც საკუთარ დგომში ვქმნით ყოველთვის, როცა კი ვიწყებთ შეტევას (არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი შეტევა ამავე დროს ღიობის გაჩენას და, აქედან გამომდინარე, რისკს გულისხმობს). თუ უკეტაჩის ხმალი მის წინაა, უჩიტაჩი ვერ შეუტევს შომენით ისე, რომ მყისიერად არ მოხვდეს ყელში ცკი. მეხუთე კუმიტაჩის უკანასკნელ მოძრაობაში შომენ უჩი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

მაშასადამე ყველაფერი ზუსტადაა აწყობილი, რაკი ბიომექანიკის ჭრილში ანტიბუნებრივი მოქმედება ამავე დროს სახიფათო მოქმედება იქნებოდა საბრძოლო ჭრილშიც: ბიომექანიკური აუცილებლობა და საბრძოლო აუცილებლობა ემთხვევა ერთმანეთს. ეს დამთხვევა იმითაა მეტად ღირსშესანიშნავია, რომ მასში არ იგულისხმება მხოლოდ მეხუთე კუმიტაჩის კერძო შემთხვევა, ეს ზოგადი წესია აიკიდოს ყველა ტექნიკისათვის, გამონაკლისის გარეშე. აქ ლაპარაკია აიკიდოს მოძრაობის არსებით ასპექტზე, რომელიც ამომავალ წერტილად უნდა გვექცეს ო-სენსეის ხელოვნების არსის - რიაის ცნების - გააზრების ყველა მცდელობისას.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ივლისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-43?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)