მეთოდის მიღმა #44

დაწვრილებითი დოსიე კუმიტაჩი n°5-ზე

# 4: ხმალი ჭრის პირით, მაგრამ ურტყამს ასევე ვადით

გავიხსენოთ, რა ითქვა ჰიდარი ავასეს სავარჯიშოს შესახებ « მეთოდის მიღმა 42-ში » :

უჩიტაჩი უტევს შომენ უჩით, ხოლო უკეტაჩი მარცხნიდან პასუხობს შომენ უჩით. ეს იოკომენზე უფრო სწრაფი პასუხია და ამ სიტუაციაში სრულიად უსაფრთხო, რადგან უჩიტაჩის ხმალი არ მდებარეობს უკეტაჩის ველში იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი გადაწყვეტს გააკეთოს შომენი. ცნობილია, რომ იოკომენი გამოიყენება, პირიქით, როდესაც უჩიტაჩის ხმალი უკეტაჩის ველშია და ამ შემთხვევაში შომენ უჩი შეუძლებელია, იმიტომ რომ ის შეტევისთვის ღია ადგილს დაუტოვებდა მოწინააღმდეგეს. აბა მაშინ რატომაა, რომ კუმიტაჩი n°5-ის პირველ თვლაზე, ანუ ჰიდარი ავასეს სრულიად იდენტურ სიტუაციაში, უკეტაჩი შომენ უჩის ნაცვლად იოკომენ უჩის აკეთებს, მაშინ როცა ეს ტექნიკა შესასრულებლად უფრო გრძელია და მას არც საბრძოლო კონტექსტი მოითხოვს?

მეთოდის ფარგლებში პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს. მართლაც, შეუძლებელია, გავიგოთ, რატომ ვაკეთებთ ხან შომენს და ხან იოკომენს, თუკი სიტუაცია არ იცვლება. ასეთ შემთხვევაში, მეთოდის სწორხაზოვან სავარჯიშოში, არ არის ცვლილება ანუ, თუ გნებავთ, განსხვავება ჰიდარი ავასესა და კუმიტაჩი n°5-ის პირველ თვლას შორის.

სწორედ აქაა უცვლელი წესი, რომ არაფერი კეთდება შემთხვევით ან ვიღაცის ფანტაზიით საბრძოლო ხელოვნებაში (და, განსაკუთრებით, აიკიდოში): თითოეული მოძრაობა მკაცრი ბიომექანიკური და სტრატეგიული ლოგიკის შედეგია, რომელიც თავად მომდინარეობს საწყისი საბრძოლო აუცილებლობიდან. ამიტომაც მეთოდში ვერაფერით ვერ გამართლდება უკეტაჩის იოკომენი კუმიტაჩი n°5-ის დასაწყისში, ვინაიდან ეს უკანასკნელი, ჰიდარი ავასეს მოდელის მიხედვით და ყველანაირი ლოგიკიდან გამომდინარე, შომენ უჩით უნდა ჭრიდეს მსგავს ვითარებაში.

მიუხედავად ყველაფრისა, იოკომენის ლოგიკა არსებობს, მაგრამ მის გასააზრებლად სუბურის საბრძოლო შესრულების ცოდნაა საჭირო (კუმიტაჩი სხვა არაფერია, თუ არა ორი მხარის მიერ შესრულებული სუბური).

ცნობილია, რომ საბრძოლო შესრულება ყოველთვის ითვალისწინებს ოთხ მიმართულებას, რაც ბრძოლის ველზე სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად მომდინარე საფრთხეთა ყველგანმსუფევ რეალობას განასახიერებს.

ჩვენს შემთხვევაში უჩიტაჩი ჯერ ხმლის ვადას ურტყამს მოწინააღმდეგეს, რომელიც მის მარცხნივ დგას. ეს მოძრაობა ამავდროულად იოკომენის დასაწყისსაც წარმოადგენს, რომელსაც იგი საბოლოოდ ზურგსუკან მდგომი მოწინააღმდეგის ჭრით დაასრულებს.

ეს დარტყმა, ცხადია, ჩვენთვის აწ უკვე კარგად ცნობილი ტერფების გადაადგილების წესების დაცვით ხორციელდება, რომელიც ამ შემთხვევაში უკეტაჩის უკანა მარცხენა უბანში სრულდება.

მეთოდის სწორხაზოვანი მოძრაობა (რომლისთვისაც მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ წინ მდგომი მოწინააღმდეგეა) ქრება და ადგილს რეალურ მოძრაობას უთმობს. ახლა სწორედ ეს რეალური მოძრაობა გვაძლევს საშუალებას გავიაზროთ სწორხაზოვან მოძრაობაში შესრულებული იოკომენით ჭრის ნამდვილი მიზეზი.

მეთოდი კარგად ინარჩუნებს და ინახავს რეალური მოძრაობის ყველა ასპექტს, მაგრამ ეს ასპექტები მსვერპლი ხდება დამახინჯებისა, რომელიც გარდაუვლად მოჰყვება საბრძოლო წრიული რეალობის პედაგოგიურ, სწორხაზოვან სავარჯიშომდე ხელოვნურ დაყვანას. ეს ცვლილება და დამახინჯება ზოგჯერ მათ გაუგებარს ხდის, თუკი ადამიანი ბოლომდე რჩება მეთოდის ჩარჩოებში გამომწყვდეული.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ივლისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-44?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)