მეთოდის მიღმა #47

დაწვრილებითი დოსიე კუმიტაჩი n°5-ზე

#7: თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ უკემ მართლა შეუტიოს

აიკიდო ო-სენსეიმ განსაზღვრა, როგორც მოწინააღმდეგის დაცვაში შესვლის ხელოვნება და სწორედ ესაა ირიმი.

ამ განსაზღვრების მიღმა ის აზრი ძევს, რომ მოწინააღმდეგის გარეშე ვერ იარსებებს ირიმი. შესაბამისად, ვერც აიკიდო იარსებებს მოწინააღმდეგის გარეშე: სწორედაც, რაკი არსებობს თავდამსხმელი, ჩვენ შეგვიძლია ამ თავდამსხმელის დაცვაში შევიდეთ. ეს უკანასკნელი ფრაზა შესაძლოა ტავტოლოგიად მოგეჩვენოთ, მაგრამ მის უკან იმალება ჭეშმარიტება, რომელზეც ღირს დაფიქრება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ: შეუძლებელია ტორიმ ირიმი-ტენკანი გაუკეთოს უკეს, რომელიც არ უტევს.

თუ უკე არ უტევს და, მიუხედავად ამისა, ტორი მაინც ცდილობს მის სფეროში შეიჭრას, მაშინ თავად ტორი ხდება უკე, რადგან ამგვარ სიტუაციაში მას არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ შეუტიოს სწორხაზოვნად (ამის კარგი მაგალითია აიკი კენის სუბური n°2, რომელსაც იყენებს ყველა უკე ო-სენსეიზე შეტევისას. ამას ჩვენს ხელთ არსებული ვიდეოები მოწმობს).

აიკიდოს გადაადგილება სპირალურია, მაგრამ ამ სპირალმა (ირიმი-ტენკანმა) მხოლოდ და მხოლოდ იმ შეტევაზე შეიძლება იმუშაოს, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებლად სწორხაზოვანია.

ეს ყველაფერი მააის პრობლემაა: ირიმი-ტენკანი არ გვაძლევს საშულებას დავარტყათ უძრავ მოწინააღმდეგეს, რომელიც ტორის სფეროს გარეთაა, რაც აიძულებდა ამ უკანასკნელს წასულიყო წინ, უკესკენ. ირიმი-ტენკანი წრიული შეჭრა-შეღწევის ძალაა, რომელიც სრულყოფილადაა მორგებული უკეს სწორხაზოვანი შეტევის ძალას, მაგრამ, ამავდროულად, მას სჭირდება ამ სწორხაზოვანი შეჭრა-შეღწევის ძალა იმისათვის, რომ განხორციელდეს.

მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ო-სენსეის ცნობილი სიტყვების სწორად გაგება:

მოწინააღმდეგე იმ წამიდანა დამარცხებული, როცა გადაწყვეტს, რომ შემიტიოს.

მართლაც, ირიმი-ტენკანი და, ამასთან ერთად, აიკიდო მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტიდან შეიძლება დაიბადოს, როცა მეორე მხარე გადაწყვეტს წამოვიდეს შეტევაზე.

აიკიდოს გადაადგილება საშუალებას გვაძლებს თავისუფლად ვიმოძრაოთ ნაირ-ნაირი შეტევების შუაგულში, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება ეს შეტევები, რათა ამუშავდეს და გაიშალოს.

აიკიდოს ყველა სავარჯიშოში აუცილებელია, რომ უკემ წრფელად და დაუზოგავად შეუტიოს, რის გარეშეც არ არსებობს აიკიდო. თავდამსხმელი მთლიანად და სრულად უნდა ენდოს აიკიდოს არსს და ყოველთვის მისცეს საშუალება ტორის, გამოიყენოს უკეს წინაამდეგ მისივე საკუთარი შეტევა. და ბოლოს, ნათლად უნდა გვესმოდეს შემდეგი: თუკი ვარჯიშის დროს უკე არ უტევს პატიოსნად და უკენა აზრების გარეშე, გამოდის, მას არ სწამს სინამდვილეში აიკიდო.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის სექტემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-47?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)