მეთოდის მიღმა #48

დაწვრილებითი დოსიე კუმიტაჩი n°5-ზე (დასასრული)

#8: 1-2-3 = 4-5-6

კუმიტაჩი n°5 სულ ექვსი დარტყმისგან შედგება, ესე იგი მოწინააღმდეგეც ექვსია.

ამ კუმიტაჩიში შესანიშნავი ის ფაქტი გახლავთ, რომ უკეტაჩი ორჯერ ასრულებს დარტყმათა ერთსა და იმავე სერიას. მართლაც, მე-4 იგივეა, რაც 1-ელი დარტყმა, მე-5 დარტყმა იგივეა, რაც მე-2, ხოლო მე-6 დარტყმა (რომელიც არ არის ნაჩვენები ვიდეიში და რომელიც უკანასკნელ მოწინააღმდეგეს ჭრის, ზუსტად ისევე, როგორც მესამე) იგივეა, რაც მე-3 დარტყმა.

ერთადერთი სხვაობა მე-2 და მე-5 დარტყმების დონეებშია: მე-2 იოკომენი ჯოდანის სიმაღლეზე სრულდება, მაშინ, როცა მე-5 იოკომენი გედანის სიმაღლზე ჭრის.

ამას თავისი საფუძველი აქვს. ჯეფ გუდვინმა, ITAF ინგლისის (BTAF) ტექნიკურმა ზედამხედველმა მომცა ამის მიხვედრის საშუალება 2016 წლის აგვისტოში, ლიუტენვორტში, აიკიდოს საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას. ჯეფი მაღალი დონის მოფარიკავეა და თავის ბიბლიოთეკაში მე-16 და მე-17 საუკუნეების იშვიათი წერლობითი ტრაქტატები აქვს ინგლისურად და ფრანგულად, ანუ იმ ეპოქისა, როდესაც ფარიკაობა სპორტი არ იყო და როდესაც ადამიანის ყოფნა-არყოფნა ხშირად დაშნის ფლობის სიმარჯვეზე იყო დამოკიდებული.

ამ ტრაქტატებში განხილულია, რომ მოწინააღმდეგეები ბევრნი არიან და რომ საჭიროა ბრძოლა და გადაადგილება მოწინააღმდეგეთა წრის გათვალისწინებით. ეს ამბავი, ცხადია, არ ყოფილა ჩემთვის უსიამოვნო, ვინაიდან უკვე წლებია, რაც ვცდილობ ვაჩვენო, რომ აიკიდოს იგივე ლოგიკა და იგივე ამოცანა აქვს. ამ ტრაქტატებში კიდევ უფრო ზუსტადაა ახსნილი, რომ ქვედა მხარეს დარტყმა გამოიყენება მაშინ, როდესაც მანძილი მოწინააღმდეგემდე მეტისმეტად მცირდება და აღარ რჩება არც დრო და არც მანძილი ზედა მხარეს დარტყმისათვის.

ეს ამბავი ზუსტად ესადაგება იმ სიტუაციას, რომელიც მე-5 თვალზე იქმნება მე-5 კუმიტაჩიში: პირველი ოთხი მოწინააღმდეგე გამოყვანილნი არიან მდგომარეობიდან, საიდანაც ზიანის მოყენებას შეძლებდნენ, მაგრამ მეხუთე, რომელიც n°1 მოწინააღმდეგესა და n°4 მოწინააღმდეგეს შორის თავისუფლად დატოვებულ ფანჯარაში ჩნდება (გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოში ეს კუთხე არ არის დაცული), ძალიან მალე აღმოჩნდება უკეტაჩისთან მეტისმეტად ახლოს საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა მოასწროს და ჯოდანის ჭრისათვის საკმარის მანძილზე გაეცალოს. ამის გამო მეხუთე თვლაზე მან გედანით უნდა ჭრას.

დასავლურ და იაპონურ ფარიკაობათა ლოგიკის ამ სიღრმისეულმა იდეტურობამ უნდა დააფიქროს ყველა, ვინც კვლავაც ჯიუტად მიიჩნევს, რომ კუმიტაჩები მხოლოდ და მხოლოდ სწორ ხაზზე სრულდება.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის სექტემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-48?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)