მეთოდის მიღმა #4

ნი ნო ტაჩი

ვიდეო # 4: გადასვლა სწორხაზოვანი სავარჯიშოდან წრიულ რეალობაზე

ირიმი-ტენკანის პრინციპის განმარტება

ეს ბოლო ვიდეო გახლავთ იმ სავარჯიშოსი, რომელსაც საიტო სენსეის მეთოდში ნი ნო ტაჩი ეწოდება და აქ განვმარტავთ, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ « ირიმი-ტენკანის პრინციპში ».

ირიმი და ტენკანი ორი საპირისპირო ცნებაა, რომლებიც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება: ისინი ერთმანეთს ავსებს. ორივე ერთად განსაზღვრავს აიკის ბრუნვას.

ამ პრინციპის გამოხატულება მოცემულია მარჯვენა და მარცხენა თეძოების სინქრონულ მოძრაობაში, რომელიც ასე შეიძლება შეჯამდეს: როდესაც მარჯვენა თეძო ბრუნავს წინისაკენ, მარცხენა თეძო ბრუნავს უკნისაკენ, და პირუკუ, როდესაც მარცხენა თეძო ბრუნავს წინისაკენ, მარჯვენა თეძო ბრუნავს უკნისაკენ.

რთული წარმოსადგენია, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, მაგრამ ეს რეალობაა: რაკი ცენტრალური ღერძი უძრავია, მხოლოდ ამიტომ შეუძლია ადამიანის სხეულს ამ ღერძის გარშემო დატრიალდეს. სწორედ ამას, ადამიანის სხეულის აქ მოხმობილ მოძრაობებს, უწოდებს დაოისტური ტრადიცია მოქმედების უძრავ ძრავას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეძოები ურთიერთშემავსებელ ბრუნვას თუ იწყებს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათი შემაერთებელი ცარიელი შუაგულია უძრავი. ამ სიცარიელეს ხერხემლის ცენტრი, მისი შუაგული უჭირავს და იგი აიკიდოს მოძრაობის სათავეა.

არსებობს უფრო კონკრეტული და ფუნდამენტური რამ, რისი ცოდნაც ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი: თეძოების ეს ბრუნვა მხოლოდ და მხოლოდ ჰანმის (როპო) საწყისი დგომიდანაა შესაძლებელი, მაგრამ იგი არაა შესაძლებელი ჰანმის დგომში. მართლაც, თუ გავიგებთ, რომ სამკუთხა დგომი აუცილებელია ექვსი მიმართულებით მყისიერი მოძრაობის დასაწყებად (და სწორედ ამის გამო ნიშნავს მისი სახელწოდება, როპო, ექვს მიმართულებას), სამაგიეროდ, როგორც კი პირველი ტერფი (წინა ან უკანა) ბრუნვით ამოძრავდება სამკუთხა დგომიდან, ტერფების მიერ ძირს გამოსახული ფიგურა კვადრატია. ეს ფიზიკური რეალობა სიმბოლურად გამოიხატება იმ აზრით, რომ სამკუთხედი, რომელიც ტრიალს იწყებს, კვადრატად იქცევა.

ამით აიხსნება, რომ ყველა ფოტოზე, სადაც ო-სენსეი მოქმედების დროსაა ასახული, იგი ყოველთვის ოთხკუთხა დგომშია და არასდროს სამკუთხაში, მაშინ, როცა ყველა ფოტოზე, რომელიც მოქმედების დაწყებამდე ან დასრულებისასაა გადაღებული, პირიქით, მას უნაკლო ჰანმის დგომში ვხედავთ.

როდესაც ტერფები ოთხკუთხა დგომშია, მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი თეძოების ურთიერთშემავსებელი ბრუნვა. ჰანმის პოზიციაში თეძოები პირიქით, ბლოკირებულია ტერფების სამკუთხა განლაგებისაგან (სანკაკუ) და მათ ბრუნვას ხელი ეშლება.

საქმე ის გახლავთ, და ჩვენ ეს უკვე ვნახეთ (შდრ. « მეთოდის მიღმა #1 »), რომ წინიდან უკნისაკენ შესრულებული სწორხაზოვანი სავარჯიშო მოითხოვს სწორედაც - ტექნიკის სუფთად გარეგნული შესწავლის ფარგლებში - რომ მოქმედების თითოეულ მომენტში სხეული ჰანმის პოზიციაში იყოს.

აი რატომ არ ჩანს ირიმი-ტენკანის პრინციპი სწორ ხაზზე მუშაობის დროს. ირიმი-ტენკანის პრინციპი ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ ტერფების კადრატულად ტრიალისას, ოთხი მიმართულების წრეში. რაკი ტერფების კვადრატული მოძრაობა მხოლოდ ჰანმის სამკუთხა პოზიციიდან დაწყებული გადაადგილებიდანაა შესაძლებელი, რაც მისი საწყისი და საბოლოო წერტილია, ნათლად ვხედავთ, და ამას თვით ფუძემდებლის სიტყვები ადასტურებს, რომ აიკი ტაკემუსუ შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა სამკუთხედი, კვადრატი და წრე საერთო ბრუნვითაა გაერთიანებული.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-4?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)