მეთოდის მიღმა #62

კატატე დორი კოკიუ ნაგე (გაგრძელება): რეალური ბრუნვა (270°)

«მეთოდის მიღმა #61»-ში უკეს გდება კოკიუ ნაგეთი ხელის ჩახვევის გზით ტორის 180°-იანი გადაადგილებით ხორციელდებოდა. ეს გახლავთ მოძრაობა, რომელიც საიტო სენსეის მეთოდის ფარგლებში ისწავლება. ეს გადაადგილება უკეს წინიდან უკან მიაქანებს, თუმცა საშუალებას არ იძლევა, წონასწორობიდან გამოვიყვანოთ ის სპირალური მოძრაობით. აქედან იჩენს თავს ამ მოძრაობის შესრულების სირთულე უკესთან, რომელსაც წონასწორობა რეალურად არ დაუკარგავს: 180°-იანი კუთხე არ იძლევა საშუალებას, დამაკმაყოფილებლად გამოვიყვანოთ უკე წონასწორობიდან.

იმისათვის, რომ უკეს სპირალური მოძრაობით დავაკარგინოთ წონასწორობა, საჭიროა, რომ ტორიმ გაზარდოს თავისი გადაადგილება 90°-იანი კუთხით და 180°-იანიდან 270°-იანზე გადავიდეს.

მხოლოდ ტორის 270°-იანი გადაადგილება შეიძლება მივიჩნიოთ ო-სენსეის სპირალად, რადგან მას სისტემატურად მოჰყვება შემდეგი ორი შედეგი:

  1. – უკე წონასწორობას კარგავს და მოძრაობს ცენტრიდანული ძალის მეშვეობით
  2. – ტორი გადაადგილდება და განერიდება მრავლობითი შეტევების თავმოყრის წერტილს.

ეს ორი დამაგვირგვინებელი შედეგი იმითაა განსაკუთრებული, რომ ისინი არ ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ერთის არსებობს აუცილებლად გულისხმობს მეორის არსებობას.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-62
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)