მეთოდის მიღმა #66

ჯო დორი: შუბი არ აგდებს ძირს, ის ჩხვლეტს ან ჭრის

წინა მარცხენა უბანზე აქ წინა ფეხით და ო-სენსეის სპირალის ორი კლასიკური ნაბიჯით შევდივართ, რაც, როგორც ყოველთვის, თეძოთა ირიმი-ტენკანით ბრუნვისათვის აუცილებელი ოთხკუთხა დგომით ბოლოვდება.

ახლა კი არსებითია შემდგები რამის გაგება: შუბს, რომელსაც ტორი ავლებს ხელს, არ იყენებს უკეს ძირს დასაგდებად, ის მას იყენებს ჩხვლეტისა და ჭრისათვის. თუკი ის ჩხვლეტს და ჭრის ისე, როგორც გააზრებულია ეს აიკის შუბის ხელოვნებაში, მაშინ ის თავიდან იშორებს გარშემო მყოფ მოწინააღმდეგეებს და უკეც, სხვათა შორის, იდეალურად იქნება ძირს მოსროლილი.

სამაგიეროდ, თუ ტორიმ არ იცის, რა შეუძლია და ცნობიერად ვერ იყენებს შუბს, თუკი ჩავლებისთანავე მისი ცნობიერება არ ითვალისწინებს გარშემო მყოფ მოწინააღმდეგეთა ჭრასა და ჩხვლეტას და შემოიფარგლება მხოლოდ უკეს გდებით ქარის წისქვილის ფორმით, მაშინ არამარტო მოძრაობა იქნება არაეფექტური ირგვლივ მყოფი მეტოქეების მიმართ, არამედ უკეც ცუდად წავა გდებაზე წონასწორობიდან არასაკმარისად გამოყვანის გამო. მხოლოდ ჭრის განზრახვით მოძრაობა, იარაღის იმდაგვარად გამოყენება, როგორც უნდა იყოს გამოყენებული, აკარგინებს უკეს წონასწორობას სრულყოფილად. უკეს გდება შუბის წმინდად საბრძოლო გამოყენების შედეგია და სხვა არაფერი.

ბრძოლის ველზე წამის ყოველი მეასედი გამოყენებული უნდა იყოს დასარტყმელად, იქ არ არის არც ერთი თვლა, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. შუბი მოქმედებს უწყვეტად, ხრახნივით, რომლის თითეოული ფრთა მუშაობს სხვებთან ერთად და ერთდროულად. მოწინააღმდეგე, რომელიც ერთ მომენტში შეიძლება მოედოს შუბს, იქნება მოსროლილი ცენტრიდანული ძალისაგან, რასაც უკეს წონასწორობის კარგვის ღერძებიც დაემატება.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის მაისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-66?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)