მეთოდის მიღმა #71

უშირო ერი დორი ირიმი ნაგე

აიკიდოს ფუძემდებელი შემდეგ პუნქტზე ამახვილებდა ყურადღება: აიკიდოს ნებისმიერი ილეთი, რომელიც მუშაობს ერთი მეტოქის წინააღმდეგ, ასევე უნდა მუშაობდეს ოთხი მეტოქის წინააღმდეგაც, თანაც ისე, რომ არაფრის შეცვლა არ გახდეს საჭირო თავდაპირველი ტექნიკის შესრულებაში.

ამ ვიდეოში ნაჩვენები უშირო ერი დორი ირიმი ნაგე ამ პრინციპის თვალსაჩინო მაგალითია. აქ ვხედავთ, რომ შეუძლებელია უფრო ლოგიკურად და უფრო ეფექტურად იმოქმედო ოთხი მეტოქის წინააღმდეგ, ვიდრე გააკეთო ის, რაც სრულიად ლოგიკური და ეფექტურია ერთი მეტოქის წინააღმდეგ. აქ მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად გასაოცარი კავშირი არსებობს ამ ორი ლოგიკის დამთხვევაში, რასაც სისტემატურად ვხვდებით აიკიდოს ყველა ილეთში.

შედეგად, ამ პრინციპიდან შეგვიძლია შემდეგი ფუნდამენტური ინფორმაცია მივიღოთ: ვერ იარსებებს შემთხვევა, როდესაც აიკიდოს ესა თუ ის ილეთი ეფექტური იქნებოდა ერთი მეტოქის წინააღმდეგ და სახიფათო გახდებოდა რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ, ილეთი, რომელიც ტორის საშუალებას მისცემდა ყოფილიყო ძლიერი ერთი მოცემული მიმართულებით, მაგრამ მოწყვლადი იქნებოდა სხვა მიმართულებებით, უკნიდან თუ გვერდებიდან.

ამ ცოდნით გაძლიერებულებმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ რატომ და როგორაა აიკიდოს ზოგიერთი ილეთი, რომელსაც რეგულარულად ასწავლიან, ეფექტური ერთი მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ საშიში ჯგუფური შეტევის დროს. ვგულისხმობ, მაგალითად, იკიო ომოტეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაკონტროლოთ ერთი მოწინააღმდეგე, მაგრამ ამავდროულად მოწყვლადად ტოვებს ტორის ზურგს.

ვერ მივიღებ კლასიკურ პასუხს: « თუ ზურგსუკან არავინ მიდგას, შემიძლია გავაკეთო იკიო ომოტე, ხოლო თუ ვინმე მიდგას, მაშინ იკიო ურას გავაკეთებ ». ჯერ ერთი თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ გვეცოდინება, გვიდგას მოწინააღმდეგე ზურგსუკან თუ არა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ეს აზრი არ იცავს პრინციპს, რომელიც ოსტატმა უეშიბამ ჩამოაყალიბა. არ შეიძლება მივიჩნიოთ აიკიდო ხელოვნებად, რომელიც ფლობს ილეთებს, განკუთვნილს ერთი მოწიააღმდეგისათვის და ილეთებს, განკუთვნილს რამდენმე მოწინააღმდეგისათვის, ყველა ილეთი, ან, თუ გნევაბთ, თითოეული ილეთი, გააზრებულია საიმისოდ, რომ ერთდროულად უპასუხოს სხვადასხვა შესაძლებლობებს.

თუ იკიო ომოტე, როგორც ვფიქრობ, აიკიდოს ჭეშმარიტი ილეთია, მაშინ იკიო ომოტე აუცილებლად უნდა იყო ვარგისი ისე, რომ მისი შესრულებისას ტორის არც გვერდები და არც ზურგი არ უნდა იყოს მოწყვლადი შესაძლო შეტევების მიმართ. აუცილებლად ასე უნდა იყოს იკიო ომოტესათვის, ვინაიდან ასე უნდა იყოს აიკიდოს ნებისმიერი ილეთისათვის. ამ პუნქტის გამო, მინდა თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ რუბრიკა « საიტოს მეთოდი », სადაც სწორხაზოვანი სწავლება წრიულ მოძრაობასთანაა შედარებული. საბრძოლო ილეთის შესრულება რომ უნდა უზრუნველყოფდეს ტორის უსაფრთხოებას ოთხივე მხრიდან, ფუნდამენტური კრიტერიუმია იმისათვის, რომ ეს ტექნიკა აიკიდოს ილეთის სახელს ატარებდეს.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის აგვისტო.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-71
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)