მეთოდის მიღმა #72

კატატე დორი ტაი ნო ჰენკა კოკიუ ნაგე

ეს კოკიუ ნაგე, როგორც წესი, ტაი ნო ჰენკას ფუნდამენტური მოძრაობის ბოლოს სრულდება.

ყურადღება! ტაი ნო ჰენმა არ გახლავთ ტერფების მარტივი მოძრაობა, ის არც მბრუნავი ნაბიჯის დახმარებით შესრულებული სხეულის გადაადგილებაა, ეს ტორის სხეულის ჩახვეული მოძრაობაა საკუთარი ხერხემლის გარშემო. ეს ჩახვევა კინეტიკურ ენერგიას წარმოშობს, რომელიც ტორის მაჯის გავლით გადაეცემა უკეს, რადგან ეს უკანასკნელი არ ადუნებს ჩაჭიდებას. კინეტიკურ ენერგიას შედეგად უკეს წრიული მოძრაობა მოჰყვება.

როგორც კი მაქსიმალური დაჭიმულობის წერტილს მიაღწევს, ტორის სხეული ზამბარის დარად, რომელიც უკიდურესად დაჭიმული უჭირავთ და უცბად გაუშვებენ ხელს, ანგარიშგასაწევ სპირალურ ენერგიას წარმოქმნის საპირისპირო მიმართულებით. ეს ენერგია ზუსტადაც იმ ენერგეტიკული სპირალის საპირისპიროდ მოქმედებს, რომელშიც იქამდე ჩაითრევს უკეს.

ეს ორი დაპირისპირებული ენერგია აპერკოტის წერტილში, უკეს ნიკაპის ქვეშ ეჯახება ერთმანეთს. სწორედ ეს სძენს ამ გდებას უდიდეს ძალას.

ტაი ნო ჰენკა ირიმი-ტენკანის პრინციპის ფორმის წარმომშობია. ტაი ნო ჰენკამდე პრინციპი კი არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდად გამოხატული, უჩინარია, ის ჯერ კიდევ მხოლოდ კონცეფციაა, ან, თუ გნებავთ, იდეაა. ჩვენს თვალთათვის მხოლოდ თავისი ფორმით შეიძლება გახდეს ხილული და ეს ტაი ნო ჰენკაა.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-72?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)