მეთოდის მიღმა #73

კატატე დორი უდე კატამე

წინა სტატიის მსგავსად აქაც იოლად შეაჩნევთ, რომ გაუძრავების ამ ილეთის შესრულების საშალებას მხოლოდ და მხოლოდ ტაი ნო ჰენკას გადაადგილება იძლევა. უკეს ხელის ქვეშ შესვლა, რასაც თან ერთვის ატემი, მოძრაობის პირველი ნახევრით, « ირიმით » სრულდება. უკეს ჩამოყვანა ძირს კი გადაადგილების მეორე ნახევრით, « ტენკანით » ხორციელდება.

ნუ გაკიცხავთ პროცესის აღწერის ესოდენ სქემატურ ყაიდას, რაც სინამდვილესი ასეთ გამარტივებულ დუალობამდე ვერაფრით ვერ დაიყვაება. სიმართლე ითქვას, ირიმი-ტენკანში « ირიმის » ვერ გამოვაცალკევებთ « ტენკანისაგან », და სხვათა შორის ამიტომაც იწერება ის ასე, დეფიზით. ირიმი-ტენკანი ვერ დაიშლება ნაწილებად. ყველაფერი არის ერთიანი, ანუ ის გაერთიანებულია ერთი და იმავე ენერგიის ვერდაცალკევებადი ასპექტების ურთიერთშემავსებელი მოქმედებით. უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის ცალკე შესვლა და ცალკე ტრიალი, არის ტრიალი, რომელიც ერთდროულად შესვლაცაა და მოძრაობის დაბოლოებაც. ესაა აიკი: ერთიანი ენერგია, და არა, როგორც ხშირად გაიგონებთ აიკიდოზე ლაპარაკისას, ენერგიების გაერთიანების გზა, რაც სრული უაზრობაა.

კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ აიკიდოს ვერც ერთი მოძრაობა ვერ შესრულდება ირიმი-ტენკანის გამოუყენებლად, ვინაიდან, ამოქმედებული ბრუნვის ძალით ირიმი-ტენკანი ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს იოლად დავაკარგიბოთ წონასწორობა და რომ არ არსებობს აიკიდოს მოძრაობა მოწინააღმდეგისათვის წონასწორობის დაკარგვინების გარეშე. ირიმი-ტენკანი ასევე ერთადერთი საშუალებაა იმისათვისაც, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ სხვადასხვა მხრიდან მომავალი შეტევების თვალსაზრისით.

ფილიპ ვოარინო, 2017 სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-73
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)