მეთოდის მიღმა #78

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე ირიმისა და ტენკანს შორის კავშირის ჭრილში

ეს სტატია ავსებს და ასრულებს სტატია #77-ს.

მინდა განსაკუთრებული ყურადღებით შევხედოთ აიკიდოს უნიკალური გადაადგილების პრინციპს.

ტორი ჰანმიში დგას და მას ორივე ხელში ავლებენ ზურგსუკნიდან.

სავარაუდოდ დავუშვათ, რომ ის მარცხენა ჰანმიში (ჰიდარი ჰანმი) დგას. ის შემდეგნაირად წავა წრის უკანა მარჯვენა კვადრატისკენ:

  1. პირველ თვლაზე უკანა (ანუ მარჯვენა) ფეხი ბრუნვით გადის მარჯვნისაკენ (იგულისხმება ნაბიჯი გვერდით და არა უკნისაკენ). ეს მოქმედება ამდგრადებს სხეულს და ორ ძალას აერთიანებს: მარჯვენა ხელს ურტყამს მარჯვნიდან მომავალ მეტოქეს და მარჯვნისაკენ აკარგინებს წონასწორობას მოწინააღმდეგეს, რომელიც მას მაჯებში ავლებს. გადაადგილების ამ პირველ ნაწილს სახელად ირიმი ეწოდება.
  2. მეორე თვლაზე წინა (ანუ მარცხენა) ფეხი ბრუნვით გადის მარჯვნივ, უკნისაკენ. მარცხენა თეძოს ეს უკნისაკენ ბრუნვა შემავსებელი მოძრაობაა მარჯვენა თეძოს წინისაკენ ბრუნვისა. სწორედ ის « დაასრულებს » წონასწორობიდან გამოყვანას და გდებას იმ მოწინააღმდეგისას, რომელსაც მის მაჯებში აქვს ხელები ჩავლებული. გადაადგილების ამ მეორე ნაწილს სახელად ტენკანი ეწოდება.

თუ პირველი ფეხი ირიმის მოძრაობას, ხოლო მეორე ფეხი ტენკანის მოძრაობას ემორჩილება, ეს იმიტომ ხდება, რომ მოქმედების პრინციპი შესაძლებელს ხდის ამგვარ კომბინაციას: მოქმედების ამ პრინციპს სახელად ტაი ნო ჰენკა ეწოდება. ის შეიძლება ვთარგმნით სიტყვით « ცვლილება ». ტაი ნო ჰენკა აიკიდოს მოქმედების პრინციპია, ირიმი და ტენკანი კი პირველი დივიზიაა ამ ორი ურთიერთშემავსებელი « ძალის » უნიკალური პრინციპისა. მარადიულად განახლებული სახით შეერთებული ეს ორი ძალა სათავეს უდებს აიკიდოს უთვალავ ილეთს, ტექნიკას. პრინციპიდან, ანუ ტაი ნო ჰენკადან, ანუ ცვლილებიდან ტექნიკის ამ უშრეტ ფრქვევას სახელად ტაკემუსუ ეწოდება.

ტაი ნო ჰენკა აიკიდოს სათავეა და ამიტომაც იწყება ყოველდღიური ვარჯიში ტაი ნო ჰენკათი.

ამგვარად აიკიდო თანხვედრაშია სამყაროს წარმოშობა-ჩამოყალიბებასთან: იმისათვის, რომ თვალხილულად წარმოიშვას, 'ერთის' ერთიანობა დუალობად გარდაიქმენაბა, ჩნდება ინისა და იანის « პოლარიზაცია », რაც იქამდე ნამდვილად არ არსებობდა. ეს სამება ნამდვილი მისტერიაა. შემდეგ ორი საწყისი ჰარმონიული ძალის უშრეტი კომბინაციების გათვალისწინებით მატერიისა თუ სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა წონასწორობის განსაკუთრებულ მდგომარეობას აღწევს, რომელიც მათ გარკვეული დროით უნარჩუნდებათ.

ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ტენკანი აუცილებელია უკეს გდებისათვის. ის ასევე აუცილებელია უსაფრთხო პოზიციის მისაღწევად, სადაც ოთხი მოწინააღმდეგისაგან წამოსული საწყისი შეტევები ვერ მოგვწვდება.

მხოლოდ ირიმი ერთგვარი სატყუარაა, მასში ტაი ნო ჰენკა არ შედის. მხოლოდ ტაი ნო ჰენკათი, მაშასადამე, ირიმი-ტენკანით ერთიანდება აიკიდოს ძალები. მხოლოდ ირიმით შემოფარგლო აიკიდო, იგივეა დაუფარო და დაუმალო ის სამყაროს. ო-სენსეიმ კი ასე ისურვა. ეს არის ტყუილის ის ღრმა აზრი, რომელზეც მინიშნებას აკეთებს იგი თავის ხელოვნებაზე ლაპარაკისას.

ბევრი შეიძლება ვიკამათოთ იმ მიზეზებზე, თუ რამ უბიძგა მას შეემალა ეს ხელოვნება მისივე გარეგნული მხარის მიღმა, მაგრამ ჩვენ შეცდომა დავუშვით ყველამ, როდესაც ვიფიქრეთ, რომ აიკიდო მოგვეცა ჩვენ. ჩვენ მხოლოდ ჩრდილი მოგვეცა აიკიდოსი. თუმცა ერთი რამ კი სიმართლეა - საკმარისად მოგვეცა საიმისოდაც, რომ გავიაროთ გზა, რომელიც ამ ჩრდილსა და მის მიერ აღწერილ რელოაბას შორს ძევს. და ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის დეკემბერი.

კომენტარები

და არის იმის იმედები რომ ოდესმე „ჩრდილიდან“ აიკიდოს „რეალობაშ“ გადავალთ?

და არის იმის იმედები რომ როდესმე „ჩრდილიდან“ აიკიდოს „რეალობაში“ გადავალთ?

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-78
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)