მეთოდის მიღმა #81

უშირო რიოტე დორი კოტე გაეში : მეორე ძალა

ჰანმის დგომში ერთი ტერფი წინაა, მეორე კი უკან. ასეთ დგომში კი ადამიანს ორადორი შესაძლებლობა აქვს გადაადგილებისათვის: ის ამ როტაციულ მოძრაობას იწყებს ან წინა ფეხით, ანდაც უკანა ფეხით. ეს ორი შესაძლებლობა მის ორ ძალას განსაზღვრავს მოცემულ კუთხეში.

სხვათა შორის, სტატია #79-დან ჩვენ უკვე ვიცით, რომ საბრძოლო მოქმედება საწყისი წარმოსახვითი შეტევის ჯვრისაგან განსაზღვრული ოთხი 90°-იანი კუთხის ბისექტრისების მიხედვით ვითარდება. თუ ჰანმიში მდგომ ადამიანს ორი შესაძლებლობა აქვს გადაადგილებისათვის თითოეულ ამ კუთხეში, მაშასადამე სულ რვა შესაძლებლობა თუ ძალა (2 x 4) ჰქონია თავისი საწყისი სამკუთხა დგომიდან.

სტატიებში #79 და #80 ახსნილია წრის უკანა, ტორის მუცლის მხარეს მდებარე მეოთხედში ორ შესაძლო გადაადგილებათაგან პირველი. ეს გადაადგილება უკანა ფეხით იწყებოდა. აქ კი, ზევით, ვიდეოში ნაჩვენებია მეორე ძალა, მეორე შესაძლებლობა წრის იმავე მეოთხედში, რომელიც წარმოიქმნება არა უკანა, არამედ ამჯერად უკვე წინა ფეხისაგან.

ილეთი არ განსხვავდება, აქაც კოტე გაეში გვადგება გადაადგილების პრინციპის საილუსტრაციოდ, თუმცა შეგვიძლია ნებისმიერი სხვა ტექნიკა ავირჩიოთ და ამით გადაადგილება სრულებით არ შეიცვლება. ასეც უნდა იყოს აუცილებლად, ვინაიდან გადაადგილება პრინციპია, პრინციპი კი მუდამ იდენტურია საკუთარი თავისა და გარემოებათა მიხედვით არ იცვლება.

მნიშვნელობანია:

ეს ორი ფუნდამენტური გადაადგილება გარემოებათა მიხედვით დასაბამს მისცემს კიდევ ორ კოტე გაეშს – და სწორედ ამ სტადიაზე უნდა მივიღოთ მხედველობაში რვა მიმართულება და არა მხოლოდ ოთხი – მაგრამ ძნელია ამ საკითხების განხილვა პრაქტიკის დახმარების გარეშე. აქ მარტო ორ მინიშნებას მოგცემთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ცნებებში გარკვეულ მოვარჯიშეებს გაუწევს დახმარებას:

1. – გადაადგილება ხორციელდება ბისექტრისის *გარშემო* და არა ზედ ბისექტრისაზე
2. – როდესაც ტორი *რეალურად* ურტყამს მოწინააღმდეგეს, მისი სხეული მისი მოწინააღმდეგის ადგილს იკავებს.   

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის იანვარი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 22 აპრილი, 2018, Aikido Gasshuku 2018, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-81
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)