მეთოდის მიღმა #8

უშირო ერი დორი კოკიუ ნაგე

ვიდეო #8: განმარტება ოთხი მიმართულების გათვალისწინებით

შეხსენება: უშირო დორის ჩავლება ნეიტრალური უნდა იყოს მხოლოდ მეთოდის ჩარჩოებში შესრულებული სავარჯიშოს საჭიროებათა გამო. იგულისხმება სავარჯიშო, საიდანაც გააზრებულადაა ამოღებული ის ელემენტები, რომლებიც დამწყებ მოვარჯიშეს ზედემტად გაურთულებდა ფორმის ათვისებას. რეალობასა და მოძრაობის სინამდვილეში კი უშირო დორის ჩავლებას ორი ფუნქცია აქვს: ან უკნისკენ მოქაჩოს ტორის, ან წინისაკენ მიაწვეს მას.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ტორი ვერაფრით ვერ წავა პირდაპირ წინ ისე, რომ პირისპირ მდგომ მოწინააღმდეგეს არ დაეჯახოს. და ისიც ჩანს, რომ ბრუნვა (რომელიც თავისთავად შეტევის ხაზიდან გასვლის საშუალებას იძლევა) სამ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს ერთი და იმავე მოძრაობით:

  1. მოწინააღმდეგეს, რომელიც პირისპირ უდგას და რომელსაც პირველ რიგში ხვდება შომენ უჩი,
  2. მოწინააღმდეგეს, რომელიც ზურგსუკან უდგას და რომელსაც ძირს აგდებს,
  3. მოწინააღმდეგეს, რომელიც მარჯვნივ უდგას და რომლისკენაც ისვრის რეალობაში ზურგსუკან მდგომ მოწინააღმდეგეს (რაც გააზრებულად არ არის ნაჩვენები აქ და რისი გაკეთებაც შეუძლებელია ვარჯიშის დროს, რადგანაც ეს უსათუოდ გამოიწვევდა მძიმე დაზიანებებს).

მეთოდის პედაგოგიურ ჭრილში, ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ვურტყამთ ერთიმეორის მიყოლებით, ჭეშმარიტ საბრძოლო ხელოვნებაში კი ყველაფერი პირიქით ხდება: ვურტყამთ რამდენიმე მოწინააღმდეგეს ერთი და განუმეორებელი მოძრაობით.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ივლისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-8?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)