მეთოდის მიღმა #9

1-ლი კუმიჯო

ვიდეო #9: გაეში ცკის ახსნა

გაეში ცკის დარტმა არ ხორციელდება ჰანმის დგომში, იგი იწყება ჰანმის დგომში და მთავრდება ჰანმის დგომში, რაც სრულიად განსხვავებული რამაა.

ჰანმის პოზიციიდან დაწყებულ სხეულის ბრუნვას ტერფები ოთხკუთხა დგომში გადაჰყავს, რაც მკაფიოდ ჩანს ვიდეოში. ეს პოზიცია დარტყმის თვლას შეესაბამება, სწორედ ამგვარ დგომს ვხედავთ ო-სენსეის ფოტოზე გაეში ცკის დარტყმის მომენტში (შდრ. « ო-სენსეის გადაადგილება #1 ») და არა ჰანმის დგომს:

ჰანმის დგომი კვლავ დაბრუნდება, რასაკვირველია, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ დარტყმის დასრულების შემდეგ.

ჰანმის დგომიდან გაეში ცკის დარტყმისათვის ხელის შემშლელი ფუნდამენტური მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰანმის პოზიციაში დადგომისას მარჯვენა თეძო უკნისაკენ ტრიალებს. უკნისაკენ ამ შეტრიალებას კი ორი უმთავრესი და, ამასთან, გარდაუვალი შედეგი მოჰყვება:

  1. ის შეუძლებელს ხდის ღერძის გარშემო თეძოების ყოველგვარ ბრუნვას,
  2. ის მექანიკურად აშორებს ჯოს წვერს სამიზნიდან, რაც სასურველი მოქმედების სრულიად საპირისპიროა.

არ ვდაობ იმაზე, რომ მორიჰირო საიტო გაეში ცკის დარტყმას ჰანმის პიზიციაში ასწავლიდა მეთოდის მიხედვით. სწორედ ასე ვისწავლე ეს მისგან, სწორედ ასე ვასწავლიდი მეც დიდი ხნის განმავლობაში და ასე ვასწავლი დღესაც მეთოდის ფარგლებში.

სამაგიეროდ, როგორც კი გამოდიოდა საიტო სენსეი თავისი პედაგოგიკის ჩარჩოებიდან, გაეში ცკის ზუსტად ისევე ურტყამდა, როგორც ო-სენსეი, ანუ ფეხის ტერფები ოთხკუთხა დგომში ჰქონდა და არავითარ შემთხვევაში ჰანმის პოზიციაში.

არაერთხელ მინახავს ჩემი თვალით ივამაში, 1980-იან წლებში, როგორ აკეთებდა ზუსტად ასე საიტო სენსეი. მაგრამ, რაკი ვიცი, რომ ჩემი სიტყვა არ იკმარებს იმათ დასარწმუნებლად, ვინც ფიქრობს, რომ აიკიდო მთლიანად მეთოდში ძევს, წარმოგიდგენთ ამ რეალობის უტყუარ საბუთს, მის ვიზუალურ გამოსახულებას.

ამ ვიდეოში ნაჩვენები გაეში ცკი შესრულებულია 1979 წელს, ივამას აიკი ჯინჯას წინ და შეგვიძლია ვიხილით, რომ საიტო სენსეი ღერძის არშემო თეძოების ტრიალით ურტყამს. ეს ტრიალი კი მას ოთხკუთხა დგომში აყენებს და არამც და არამც ჰანმის პოზიციაში.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის აგვისტო

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 22 აპრილი, 2018, Aikido Gasshuku 2018, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-9
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)