მომენტები #1

აიკიდოს მოძრაობა მომენტების თანამიმდევრობაა, რომელთაგან თითოეული გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საბოლოო შესრულებისათვის.

ამ რიო კატას ჩაჭიდებისას მომდევნო მოძრაობა შეიძლება იყოს როგორც იკიო, ისე ნიკიო, შიჰო ნაგე ან კოკიუ ნაგე… მრავალი ტექნიკური შესაძლებობა წარმოიქმნება სპონტანურად და ბუნებრივად.

მაგრამ ეს შესაძლებლობები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, თუკი საწყისი მოქმედება იქნება სწორი.

საწყისმა გადაადგილებამ უკეს შეტევის ხაზიდან უნდა გადაგიყვანოთ, ოდნავ მის გვერდით. ამანვე უნდა დააკარგინოს უკეს წონასწორობა მარცხენა ხელის გაჭიმვით, ამასთან ისე, რომ მას თქვენი მარჯვენა მხრისთვის ხელის გაშვების სურვილი არ აღეძრას.

გასვლისა და ენერგიის კონცენტრირების ეს ფაზა აუცილებელია მოვლენათა იმ განვითარებისთვის, რომელიც წამის შემდეგ დაიწყება. ეს გახლავთ ტენკანის ფაზა.

სწორედ ეს ტენკანის ფაზა, ეს ჩასუნთქვის ფაზა გაძლევთ საშუალებას ძალდაუტანებლად მოიყვანოთ თქვენთან ახლოს ორივე მეტოქე, რომლებიც თქვენ გაკავებენ.

უკეს ენერგიის შესრუტვის ეს ფაზა საუკეთესო პირობებში რომ შესრულდეს, უკეს მიმართ თქვენი განწყობაც ზუსტად ამ მომენტში ღია და კეთილმოსურნე უნდა იყოს. გაძალიანებისა და კონფლიქტის ნებისმიერი გამოვლინება მხოლოდ ავნებს ამ მომენტის განხორციელებას.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/momentebi-1?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)