მომენტები #4


აიკიდოს გდება.
აიკიდოს მოვარჯიშეს შავი ჰაკამა და თეთრი კეიკოგი აცვია.


ენერგიის სამი ძალიან ძველი ჩინური გამოსახულება.

ენერგია საპირისპიროთა ურთიერთშემავსებელი კავშირიდან გამოსული დინამიკური წონასწორობაა, რომელიც სპირალის პრინციპით იშლება. დნმ-ის სპირალი ამის კარგი მაგალითია.

სცადო შეაერთო ის, რაც დაშლილი სახით ენერგიის გამოვლინებას აფერხებს, არის გზა, რომელსაც აიკიდო გვთავაზობს. სხეული ამ მიზნით გამოიყენება, როგორც გონების ინფორმირებისა და ფორმირების საშუალება.

გზა (დო – ჩინურად ტაო) ერთიანი (აი – ჩინურად ჰე) ენერგიის (კი – ჩინურად ჩი) ძიებაა.

აიკიდო ერთიანი ენერგიის გზაა. არ არსებობს უფრო ლეგიტიმური ძიება, რადგან ერთიანი ენერგია ხილული სამყაროს შესაქმის წყაროა.
აიკიდოს მავარჯიშე ფორმებს წარმოაჩენს მოძრაობაში, უნივერსალური შესაქმის მოდელზე. სწორედ ამ გაგებითაა სამყარო მასში…

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/momentebi-4?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)