მომენტები #5

აიკიდოს ყოველს მოძრაობას შესრულების რომელიღაც მომენტში ტორი იმ სივრცის შუაგულის დაკავებამდე მიჰყავს, რომელიც მისა და უკეს სხეულებს შორის არსებობს.

როდესაც ტორის ღერძი შეიჭრება და უკეს სასიცოცხლო ღერძის სივრცეს დაიკავებს, გდება ძალდაუტანებელი და გარდაუვალი ხდება.

უკეს სფეროში ამ შეჭრას აიკიდოში ირიმი ეწოდება. იაპონურად ირუ შესვლას, მი კი სხეულს ნიშნავს. ირიმი პირდაპირი გაგებით უკეს სხეულში შეჭრაა: უკეს სხეულის ადგილის დაკავებაა.

ძალიან ხშირად, გდების მომენტში, ამჯერად უკე ავსებს იმ სივრცეს, რომელიც ტორის ეკავა წამის მეათედით ადრე. ტორი ეცლება და თავაზიანად უთმობს თავის ადგილს უკეს. ეს ერთგვარი შებრუნებული ირიმია.

იარაღით ეს პრინციპი იდენტურია, ოღონდ მააი და ირიმის პოზიცია ხმლის ან ჯოს სიგრძის მიხედვით იცვლება.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/momentebi-5?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)