მუნა დორი ნიკიო, უმნიშვნელოვანესი პუნქტი

იკიო არის გაუძრავება, რომელიც ერთ სახსარს აკონტროლებს, იდაყვისას.
ნიკიო არის გაუძრავება, რომელიც ორ სახსარს აკონტროლებს, მაჯისას და იდაყვისას.

დაუკვირდით, რომ მეორე ხელს შედარებით მეორეხარისხოვანი როლი აქვს, აიტეს მაჯაში ჩავლებით ის უბრალოდ მოსახერხებელს ხდის გაუძრავებას, მაგრამ ტექნიკის არსებითი მხარე მას არ ეფუძნება. მაჯასა და იდაყვს აკონტროლებს სხეულის მოძრაობა, რომელიც აიტეს მკლავს პირველი ხელით განხორციელებული მყარი კონტაქტის წყალობით გადაეცემა.

ამ პრინციპის უკეთ გასაგებად შეგიძლიათ ივარჯიშოთ ნიკიოს შესრულებაში ცალი ხელით, როგორც ეს მომდევნო ფოტოებზეა ნაჩვენები.

მეორე ხელით საბოლოო ჩავლება აიტეს წინამხარში, როგორც ეს ნაჩვენებია ფოტოზე, ნიკიოს ერთ-ერთი სახეცვლილებაა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/muna-dori-nikio-umnishvnelovanesi-punkti?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)