

დაიჭირეთ თქვენი კეიკოგის წინა კიდეები, რომ დაიჭიმოს და გაგიადვილდეთ მეორე ხელით ჩავლება, რომელიც აიტეს წინამხარს ზემოთ გადადის და ზუსტად მტევნის ქვევით ეკიდება.

თქვენი ცერი აიტეს ნეკს უნდა ეხებოდეს.


აიტეს მტევანს არ ავლებთ, ის უბრალოდ სწორი კუთხით გიჭირავთ, იმიტომ რომ მის მაჯას თქვენი კეიკოგი და ცერის დასაწყისი ჭედავს.


მაგრამ ეს გაჭედვა აიტეს მაჯაში მეორე ხელის ჩავლებას, როგორც საბაზო ფორმაშია ეს, შეუძლებელს ხდის. მაშასადამე ჩავლება ოდნავ უფრო ზევით, წინამხარზე მოგიწევთ.



კეიკოგის არ გაუშვათ ხელი მოძრაობის დასრულებამდე, ანუ იქამდე, როდესაც აიტე უკვე ძირსაა, ხოლო ხელი, რომელიც მის იდაყვს აწვება, გაუძრავების პოზიცაიშია მისული.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.