ნიკიო
დასაწყისია გიაკუ ჰანმი კატატე დორი.

კოტე გაეში
დასაწყისია გიაკუ ჰანმი კატატე დორი.

ნიკიო: სპირალი მიდის მარჯვნიდან მარცხნისაკენ.

კოტე გაეში: სპირალი მიდის მარცხნიდან მარჯვნისაკენ.


ორივე შემთხვევაში შეტევის ხაზიდან თქვენგან მარცხენა მხარეს უნდა გადახვიდეთ.

ნიკიო: თქვენს მარჯვენა ხელს უკეს მარჯვენა ხელი პრონაციით, ანუ ხელის გულით ქვევით უჭირავს, მარცხენა ხელს ავლებთ მაჯაში.

კოტე გაეში: თქვენს მარჯვენა ხელს უკეს მარჯვენა ხელი სუპინაციით, ანუ ხელის გულით ზევით უჭირავს, მარცხენა ხელით კი ჭრით უკეს ხელის ზურგს.

ნიკიო: უკე წონასწორობას კარგავს წინისაკენ.

კოტე გაეში: უკე წონასწორობას კარგავს უკნისაკენ.


კოტე გაეში: ჭრის შეგრძნება უნდა გქონდეთ.

ნიკიო: თქვენი მკერდი, ხელები, უკეს ხელი და წინამხარი ერთიანი უნდა იყოს. ამ სურათზე ნაჩვენები ხელების ჩავლება საბაზო ფორმაა.
ნიკიო: გაუშვით მარცხენა ხელი და მიაწექით ტეგატანათი უკეს მარჯვენა იდაყვის ქვედა მხარეს. მისი ხელის ზურგი მიჭერილი გქონდეთ მკერდზე.

კოტე გაეში: გაუშვით მარცხენა ხელი, რომ უკეს მარჯვენა იდაყვს ჩაავლოთ.

შებრუნებული ფოტო. ო-სენსეი, 1938

ნიკიო: გაჭერით მარცხენა ტეგატანათი მისი წონასწორობის კარგვის წინა მხარეს.

კოტე გაეში: ჩაავლეთ უკეს მარჯვენა იდაყვს ისე, რომ მისი მარჯვენა ცერის ბალიშის ჩავლება არ შეცვალოთ.

ნიკიო: მარცხენა მუხლი ძირს ჩაიტანეთ, მაგრამ ამ სტადიაზე მარჯვენა მუხლი ჯერ არა.

კოტე გაეში: ხელები იმავე მიმართულებითაა (თითქოს ჯო გეჭიროთ ჩოკუ ძუკის დროს).

ნიკიო: ახლა მარჯვენა მუხლიც ჩაიტანეთ.

კოტე გაეში: დაიდეთ მარჯვენა ხელი თქვენსავე მარჯვენა ბარძაყზე.

ნიკიო: გადაანაცვლეთ ხელების პოზიცია გაუძრავებისთვის და ჩაავლეთ საკითარ გის.

კოტე გაეში: დააწექით უკეს იდაყვს იატაკისკენ და ჩართეთ საკუთარი სხეულის წონა ამ საქმეში.

აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.