ო-სენსეის გადაადგილება #1

ექვსი შიდა მიმართულება

პირველ 3 შიდა მიმართულებას წინა ტერფი იწყებს

შიდა მიმართულება n°1

ამ სტატიით დაწყებული სერია იმ კარის გასაღებია, რომელიც საიტოს მეთოდს (აიკიდოს სუბურების პრაქტიკას) ფუძემდებლის აიკიდოსაგან ყოფს.

ეს გასაღები მეთოდის პედაგოგიური ჩარჩოდან გამოსასვლელის საპოვნელადაა საჭირო, როდესაც მოვარჯიშე ამ ახალი ეტაპის ზღრურბლს მოადგება და როცა იგი ბოლოს და ბოლოს, მზადაა საამისოდ. არსებობს რისკი, რომ ამ გასაღების გარეშე ამ მიმართულებით ჩატარებული მცდელობები მეთოდს მისთვის უცხო ელემენტებით დაანაგვიანებს და, ამასთან, ვერც სუბურების სფეროს დატოვების საშუალებას მისცემს ადამიანს.

დასაწყისშივე აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ მორიჰეი უეშიბას ფუნდამენტურ სწავლებას დგომის (კამაე) შესახებ, რომელიც გაკვრით იქნა ნახსენები კაჯო # 19-ში და რომელიც ახლა დამასხურებულ განვრცობას პოვებს აქ.

ლაპარაკია მორიჰეი უეშიბას მიერ დაწერილი წიგნის, „ბუდოს“ ცნობილ მე-9 გვერდზე.
ჯონ სტივენსის ინგლისური თარგმანი ბევრ ძალიან მძიმე უზუსტობას შეიცავს, ფრანგული თარგმანიც და ეს გასაგებია, ვინაიდან იგი ინგლისური ვერსიიდანაა შესრულებული.

კრისტოფერ ლიმ 2012 წლის თებერვალში (1, 2, 3) პირველმა წამოსწია ეს პრობლემა, რომელსაც დაუყოვნებილ აჰყვა 2012 წლის მარტში ერიკ გრუზიია (4, 5, 6). ორივე მათგანმა ამ მე-9 გვერდის დამოუკიდებელი თარგმანი შეასრულა უშუალოდ იაპონური დედანი ტექსტიდან: კრისტოფერ ლიმ ინგლისურად, ერიკ გრუზიიამ კი ფრანგულად.

ორი სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვა ენებზე შესრულებული ეს ორი თარგმანი სრულად შეესაბამება ერთმანეთს და სააშკარაოზე გამოაქვს ჯონ სტივენსის თარგმანის სიმრუდე. შესაძლებელია გადამოწმება, რომ ისინი ზუსტად ემთხვევა მორიჰეი უეშიბას ტექსტს.

მადლობას ვუხდი კრისსა და ერიკს, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ, თუ როგორ დამეხმარა მათი შრომა ო-სენსეის გადაადგილების შესანიშნავის სისტემის აღმოჩენის საქმეში. თითოეული მათგანის ინიციატივის გარეშე სტატიები, რომლებიც ეხლა იწყება, ალბათ ვერასდროს იხილავდა დღის სინათლეს.

ამ მოკლე პასაჟში კამაეს შესახებ ო-სენსეი მართლაც გვაწვდის ბევრ ისეთ ცნობას, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა აიკიდოს პრაქტიკისათვის:

  1. …გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით და პირისპირ დადექით მოწინააღმდეგესთან აიკის ჰანმი ირიმის პოზიციაში. — ო-სენსეი

    ჯონ სტივენსი ძალიან ზუსტად არ იცავს იაპონურ ტერმინს „როპო“ (ექვსი მიმართულება). მართლაც, ის თარგმნის ასე: „ტერფები უნდა გაიხსნას 60°-იანი კუთხით“. ამას კი არაფერი აქვს საერთო დედან ვერსიასთან, „60°-იანი კუთხე“ არ მოიძევება იაპონურ ტექსტში!

    სინამდვილეში სტივენსი ო-სენსეის ტექსტის ინტერპრეტაციას გვაძლევს, თავისას ან შირატასეულს. თავად ეს ინტერპრეტაცია კი ბევრნაირად შეიძლება იქნეს გაგებული, რაკი არ არის განსაზღვრული, თუ რის მიმართაა ეს კუთხე 60°-იანი. ამიტომაც ეს ბუნდოვანების სათავე ხდება.

  2. გადაადგილებას რაც შეეხება, არსებობს ექვსი გარე მიმართულება (სოტო როპო), ექვსი შიდა მიმართულება (უჩი როპო) და ასევე გარე სპირალი (სოტო ტომოე) და შიდა სპირალი (უჩი ტომოე). — ო-სენსეი

    რაგინდ დაუჯერებელიც არ უნდა გეჩვენოთ, ო-სენსეის ფრაზის პირველი ნაწილი ასეა ნათარგმნი: „წინა ტერფი, ისევე როგორც უკანა ტერფი, უნდა გაიხსნას 60°-იანი კუთხით“! ანუ ჯონ სტივენსი არ კმაყოფილდება 60°-იანი კუთხის გამოგონებით და ამას უმატებს ორ კუთხეს, რომელიც ფუძემდებლის ტექსტში არ არსებობს.

    ეს ორი 60°-იანი კუთხე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება მაშინ, როდესაც ო-სენსეის კამაეს ფოტოებზე, თუკი უკანა ტერფის კუთხე კიდევ შეიძლება ჩაითვალოს 60°-იანად, წინა ტერფი მთლიანის ფეხის გაგრძელებაზე მოჩანს, რაც *ვერასდროს“ ჩაითვლება 60°-ზე გახსნილად (აქ ჰანმი ირიმის კამაეს ვგულისხმობ და არა ჰიტო ე მის, რაც თავისთავად დგომი არ გახლავთ).

    რაც შეეხება ფრაზის მეორე ნაწილს, რომელიც გარე და შიდა სპირალების თაობაზეა, მოკლედ და მარტივად, საერთოდ არ არის ნათარგმნი და ინგლისურ ვერსიაში არ ფიგურირებს.

    ეს ყველაფერი ფრიად დასანანია, რადგან ო-სენსეის ხელით დაწერილი ეს სამხაზიანი განმარტება უკიდურესად ძვირფასია. სწორედ ისინი - და ამას მალე ვნახავთ - გვაძლევს ფუძემდებლის გადაადგილების ჭეშმარიტი სისტემის პოვნის საშუალებას. მათ გარეშე აიკიდოს გადაადგილება ჰერმეტული დარჩებოდა.

  3. თითოეული მოძრაობის ბოლოს ყოველთვის გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით (როპო), ასე ვარჯიში აუცილებელია. — ო-სენსეი

    ჯონ სტივენსი კი არხეინად განაგრძობს „როპოს“, ექვსი მიმართულების თარგმნას „60°-იანი კუთხით“.

წინა სამი ინსტრუქცია არსებითია. ისინი ზუსტად გამოყოფენ აიკის მოქმედების სამ საფეხურს. ისინი ცხადია, აიკიდოს ფუძემდებლის შედგენილია, ვისი ზრუნვის საგანიც ახსნა და გადაცემა იყო.

ამიტომაც ჯონ სტივენსს, ვინც თავისი მასწავლებლის, რენჯირო შირატას უმკაცრესი კონტეროლის ქვეშ ბუდო ინგლისურად თარგმნა, შემდეგ სამ შეკითხვას ვუსვამ:

  1. როგორ მოხდა, რომ ინსტრუქცია n°2, რომელიც ესოდენ დიდი მნიშვნელობისაა აიკიდოს გადაადგილების გაგებისათვის, ასე უკვალოდ გაქრა ინგლისურ ვერსიაში?

  2. როგორ მოხდა, რომ გამოთქმა „როპო“ სისტემატურად ითარგმნება იაპონურ დედანთან კავშირის გარეშე, რაც ო-სენსეის ტექსტს გაუგებარს ხდის?

  3. რასთან გვაქვს საქმე - არაკომპეტენტურობასთან თუ გააზრებულ სურვილთან, დაიფაროს ტრადიციული ფუნდამენტური სწავლება?

    შესაძლებელია, რომ იმ დროს, როცა ო-სენსეის მიერ დაწერილ ერთადერთ წიგნში გამოკეტილი ფასდაუდებელი ღირებულების ინფორმაცია მსოფლიოს უნდა გააცნოს, ადამიანში გადასძალოს სურვილმა, გადაკეტოს ყველა მისადგომი ამ ცოდნასთან ცენზურის აქტით?

TAI-ს საიტის ათასობით მკითხველს, დარწმუნებული ვარ, დააინტერესებდა ამ საკითხში გარკვევა და ამიტომაც წინასწარ მადლობას ვუხდი ბ-ნ ჯონ სტივენსს პასუხისათვის, რომლის გაცემაც მას ნამდვილად მოუნდება.

როგორიც არ უნდა იყოს საქმის რეალობა, ამიერიდან უკვე გვაქვს ის ცნობები, რომლებიც აქამდე გვაკლდა აიკიდოს ფუძემდებლის ჭეშმარიტი გადაადგილების გაგებისათვის. მათი წყალობით ახლა ამ გადაადგილებას აღმოვაჩენთ.

მაშასადამე არსებობს ექვსი გარე და ექვსი შიდა მიმართულება ჰანმის ერთი და იმავე პოზიციიდან. ამ თორმეტივე მიმართულებას ერთიმეორის მიყოლებით გამოვაჩენთ.

შიდა მიმართულება n°1-ში, აიტე, მოწინააღმდეგე, წინიდან მოდის:

ეს პირველი შიდა მიმართულება ილუსტრირებულია ო-სენსეის ფოტოთი, რომელსაც აიკი კენი #8-დან ვიცნობთ :

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-1
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)