ო-სენსეის გადაადგილება #6

ექვსი გარე მიმართულება

პირველ 3 გარე მიმართულებას იწყებს წინა ტერფი

გარე მიმართულება n°2

გარე მიმართულება n°2-ში აიტე, მოწინააღმდეგე, მოდის უკნიდან:

ეს მეორე გარე მიმართულება წარმოშობს სირთულეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დამატებით კიდევ ერთი საფეხურით წავიწიოთ წინ ო-სენსეის გადაადგილების გაგების საქმეში.

მართლაც, ვხედავთ, რომ უკანა ტერფი დაბრკოლებად იქცევა წინა ტერფისთვის იმ დროს, როცა ეს უკანასკნელი უკნისაკენ გადაადგილდება.

გამოდის, რომ ვერ დავიცავთ სქემას t, t’, რომელსაც დასაწყისიდანვე მივყვებით: ჯერ წინა ტერფი, მერე უკანა ტერფი, ან ჯერ უკანა ტერფი და მერე წინა ტერფი, ვითარებიდან გამოდინარე.

მაშასადამე ეს გარე მიმართულება n°2 მიგვახვედრებს, რომ ორ ბიჯად წარმოდგენა (t, t’), რასაც აქამდე ვაკეთებდით ტერფების გადაადგილებისათვის, მხოლოდ და მხოლოდ ამ გადაადგილების გაგებისათვის გამიზნული გამარტივებაა. ამასთან ჭეშმარიტი მოძრაობის რეალობასაც ვუახლოვდებით, თუმცა სრულად ჯერ მაინც ვერ მოვიცავთ.

რადგან აზრი, რომ ორი ტერფის გადაადგილებისას ორი ბიჯი შეიძლება არსებობდეს, ჯერ კიდევ დუალობითი აზროვნების შედეგია: ჭეშმარიტ მოძრაობაში t და t’ ერთ ბიჯში იყრის თავს, წინა და უკანა ტერფი ერთად მოძრაობს.

ეს ბუნებრივი და გადრაუვალი შედეგია მოძრაობის უწინარესი საფუძვლისა, რაც ღერძის ბრუნვა გახლავთ: თავის გარშემო ტრიალისას, როგორც ამას ცილინდრი აკეთებს ბრუნვის დროს, სხეული ვერ გადადგამს ერთ ტერფს მეორის შემდეგ, ის აუცილებლად ორივე ტერფს ერთდროულად ამოძრავებს. ჩვენ ეს სასკოლო თამაშიდან ვიცით, როცა კანაფის ორ ბოლოს ვაბამდით ფანქარს, რომელსაც შემდეგ თითებს შორის ვიქცევდით და ჩიკორივით ვაბზრიალებდით.

ბიჯები t და t’, რომლებიც აქამდე ქრონოლოგიურად დაცალკევებულად იყო წარმოდგენილი, სინამდვილეში სინქრონულია, ისინი ერთია, და ეს ასეა ნებისმიერი შიდა და გარე მიმართულებისთვის.

შენიშვნა: მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც განვაგრძობთ თქმას, რომ ხან წინა ტერფი იწყებს მოძრაობას და ნახ უკანა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ფორმულირება სათქმელის გამარტივებისთვისაა, რომლის მიზანია, საშუალება მოგვცეს, იოლად მოვნიშნოთ შვეიცარიული მესაათის მოძრაობებში 6 შიდა და 6 გარე მიმართულება.

t და t’ რომ შეერთდეს ერთ ბიჯად, ამას ერთი მყისიერი შედეგი მოჰყვება: დარტყმა ამ ერთიან ბიჯზე მოვა, რომლის შედეგიცაა თვითონ. მას კვალად არ მოჰყვება.

აი, რისი თქმა შეგვიძლია, თუკი პროცესის შეჯამება მცირედი წინსწრებით გვინდა, ანუ ვიდრე დანარჩენ ოთხ გარე მიმართულებას შევისწავლიდეთ:

  • უწინარესი საფუძველი სხეულის ღერძს ბრუნვას აწყებინებს ერთ ან მეორე მხარეს (არ გვითვქმს, ეს საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ მუსკულარულიაო),
  • სხეულის ეს ბრუნვა ორივე ტერფს სინქრონულად ითრევს საქმეში გადაადგილებისას, რომელიც უცვლელად და უმკაცრესაც ინარჩუნებს გეომეტრიულ კონსტანტებს, როგორიც არ უნდა იყოს მიმართულება, ტერფების განლაგება და ბრუნვის მხარე,
  • ეს გადაადგილება საშუალებას აძლევს ტორის ფიზიკურად შეინარჩუნოს ცენტრის ფლობა ტერფის წყალობით, რომელიც მუდამ მას ებმის, ყველა ვითარებაში.
  • ეს გადაადგილება ყოველ ჯერზე იცავს მათემატიკის ერთსა და იმავე კანონს, როდესაც აამუშავებს ხოლმე თითოეული ტერფისთვის შემოთავაზებული მოქმედების ექვსივე შესაძლებლობას,
  • მაშასადამე ერთი და იმავე ჰანმის საწყისი დგომიდან 12 განსხვავებული ხერხი არსებობს ირიმის გასაკეთებლად (24 შესაძლებლოა, თუკი განვიხილავთ ასე: ჰიდარი ჰანმი + მიგი ჰანმი),
  • დარტყმა ერთიანი ბრუნვის ნაწილს შეადგენს და მას ასრულებს.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს : ექვსივე გარე მიმართულებაში ირიმის თეძო ყოველთვის იმ ტერფის საპირისპიროა, რომელიც იწყებს გადაადგილებას, იქნება ეს წინა თუ უკანა ტერფი (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #5).

გარე მიმართულება n°2-ში, ჰიდარი ჰანმიდან ირიმის თეძო მარჯვენა თეძო გამოდის, ტენკანისა კი მარცხენა. დარტყმა მოდის თეძოების ტრიალისას მარცხნიდან მარჯვნივ.

აიკი ჯინჯა, ივამა, 50-იანი წლები

ამ ექვსი მიმართულების სიმბოლიზმი ხშირად სხვადასხვა ფორმებს იძენს, რომელთაც ყოველთვის ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ.

ფილიპ ვოარინო 2014 წლის მაისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-6
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)