ო-სენსეის გადაადგილება #9

ექვსი გარე მიმართულება

ბოლო 3 გარე მიმართულებას იწყებს უკანა ტერფი

გარე მიმართულება n°5

გარე მიმართულება n°5-ში აიტე, მოწინააღმდეგე, მოდის მარცხნიდან:

ჰანმის პოზიციაში მდგომი ადამიანის გარშემო ოთხი ბუნებრივი ზონისა თუ სექტორისაგან შემდგარი ერთგვარი ციფერბლატი წარმოიქმნება:

გარე მიმართულება n°5 ილუსტრირებულია აქ ო-სენსეის შესვლით უკეს ხელის ქვეშ უშირო ერი დორის ჩავლებიდან („ბუდო“, 1938).

შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომ გარე ბრუნს უკანა ტერფი და მთელი სხეული უკნისკენ, ო-სენსეის წინა მარცხენა სექტორისკენ (I) მიაქვს.

და ვხედავთ, რომ კუთხის ფუნდამენტური განსხვავება (90°) მართლა არის ამ გარე მიმართულება n°5-სა და წინა სტატიის გარე მიმართულება n°4-ს შორის (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #8).

იქ ო-სენსეი მართლაც იყენებდა უკნისაკენ ბრუნვას, მაგრამ იმ შემთხვევაში ის თავისგან მარცხენა უკანა სექტორში (IV) მიდიოდა:

ეს კონსტატაცია იმის დასტურად იქცევა, რაც ო-სენსეის გადაადგილება #8-ში იყო ახსნილი: მხოლოდ ეს ექვსი მიმართულება არ არის აიკიდოს გამოსავალი მრავლობითი შეტევის შემთხვევაში, რისთვისაც იგი არის კიდეც ერთგვარად „გააზრებული“, ეს ექვსი მიმართულება - რეალურად ესაა აიკიდოს გადაადგილება, ნებისმიერ სიტუაციაში, იარაღით თუ უიარაღოდ და რამდენიც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგეთა რიცხვი.

ახლა კი შემდეგი ახალი და უმნიშვნელოვანესი სწავლება შეგვიძლია დავამატოთ:

აიტეს ერთი და იმავე შეტევისათვის ტორის შესაძლებლობა აქვს მის ხელთ არსებული 12 ირიმიდან (6 + 6) რამდენიმე მათგანი გამოიყენოს.

მართლაც, დავინახეთ, რომ უშირო ერი დორის ერთი და იმავე ჩავლებიდან ო-სენსეიმ ორი გარე მიმართულება გამოიყენა: გარე მიმართულება n°4 და გარე მიმართულება n°5.

ეგებ შეგვიძლია ცოტა უფრო ღრმად ვეძებოთ ამ გზაზე, რათა იქ შემთხვევით სხვა,
დამატებითი მიმართულებებიც აღმოვაჩინოთ. აი სწორედ ეს ხდება ამ ახალი უშირო ერი დორის დროს:

მართლაც, ზედა ორ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს, რომ ო-სენსეის ამჯერად უკანა ფეხი მიაქვს შიგნითკენ, ან, თუ გნებავთ, წინისკენ შიდა ბრუნვის წყალობით (ეს დეტალი დაზუსტებულიც კია „ბუდოს“ ტექსტში). ეს შესვლა კი საშუალებას აძლევს თავისგან წინა მარჯვენა სექტორში (II) აღმოჩნდეს.

ამისათვის იგი შიდა მიმართულება n°5-ს იყენებს.

(შეხსენება: შიდა მიმართულებები 4-სა და 5-ის ნუმერაცია ინვერსირებულია ამ სტატიებში, ამიტომაც იხილეთ ო-სენსეის გადაადგილება #3).

წიგნში ბუდო ო-სენსეის მიერ შესრულებული უშირო ერი დორის კიდევ ერთი, რიგით მეოთხე და უკანასკნელი მაგალითი მოიძევება:

ო-სენსეი აქაც შიგნითკენ შებრუნდება, თუმცა ამჯერად წინა ტერფით. ეს შესვლა მას საშუალებას აძლევს თავისგან უკანა მარჯვენა სექტორში (III) აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში იგი შიდა მიმართულება n°3-ს იყენებს.

ო-სენსეის გადაადგილება ზედა ოთხ სიტუაციაში და თან ერთი და იმავე შეტევის, უშირო ერი დორის ხაზის მიმართ შემდეგი სქემით შეიძლება გამოისახოს:

უშირო ერი დორის ეს შეტევა ერთადერთია, რომელიც ასე, ოთხჯერ და თან ერთიმეორის მიყოლებითაა ნაჩვენები ფუძემდებლის წიგნში. ცხადი ჩანს, რომ ო-სენსეის ეს უმიზეზოდ ად გაუკეთებია. ეს 4 თანამიმდევრული ტექნიკური ფოტო, რომელიც 4 ბუნებრივ სექტორს გვიჩვენებს, უბრალო დამთხვევა არ გახლავთ: ისინი გამომდინარეობს გააზრებული არჩევანიდან, წარმოეჩინა ეს ოთხი შესვლა, ვინაიდან ისინი გვიჩვენებენ და ცხადყოფენ შესაძლო გადაადგილებათა ოთხივე ზონას.

თავის წიგნში ო-სენსეიმ ისურვა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იმავე მიმართულებიდან მომავალი ერთი და იმავე შეტევის პასუხად ჰანმში მდგომი ადამიანის გარემომცველი ბუნებრივი ციფერბლატის ოთხივე ნაწილში მისვლა. ეს არ გახლავთ შემთხვევითობის შედეგი, ეს ფუნდამენტური ინფორმაციაა, რომელსაც აქ გააზრებულად აწვდის აიკიდოს ფუძემდებელი იმათ, ვისაც ამის დანახვა ძალუძს.

მაშასადამე, თავად ო-სენსეიმ გვიჩვენა, რომ ერთი მიმართულებიდან მომავალ შეტევაზე ტორის ჰანმის დგომიდან შეუძლია მის განკარგულებაში არსებული თორმეტი გადაადგილებიდან - სულ ცოტა - ოთხი სხვადასხვა გადაადგილების გამოყენებით უპასუხოს.

სულ ცოტას შემდეგი მიზეზით ვწერ: ჰანმის დგომიდან ანალოგიის პრინციპი, რომელიც აიკიდოს გულში ძევს, მოითხოვს რომ – რაკი ოთხი და რვა მიმართულებიდან მომავალ შეტევებზე 12 გადაადგილებით შეიძლება პასუხის გაცემა – ერთი
მიმართულებიდან მომავალ ერთ შეტევაზეც შეიძლებოდეს 12 გადაადგილებით პასუხის გაცემა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, 12 გადაადგილება თავის მთლიანობაში ისევე კარგად შეიძლება იქნეს გამოყენებული ერთი მიმართულებიდან მომავალი შეტევის დროს, როგორც მათი გამოყენება ყველა დანარჩენი მიმართულების დროს შეიძლება.

ანდა, უფრო მარტივად და მკაფიოდ რომ ვთქვათ: აიტეს ყველა შეტევისთვის აიკიდოში არსებობს 12-ნაირი გადაადგილება – ანუ ირიმის გაკეთება – ჰანმის დგომიდან.

მაგალითად, უშირო ერი დორისათვის, რომელმაც აქ ჩვენი ყურადღება მიიპყრო, არსებობს არა მხოლოდ 4 შესაძლო გადაადგილება… არამედ 12.

თითოეულ თქვენგანს ვუტოვებ საშუალებას, ამ ექვსი მიმართულების კვლევით მიღებული განმარტებებიდან თავად აღმოაჩინოს დარჩენილი 8 შესაძლებლობა, რომელთა დაწვრილების წარმოდგენასაც აქ ვეღარ ვასწრებ.

ამასთან, მოვუწოდებ ყველას, სცადოს და იპოვოს ეს 12 შესაძლებლობა აიკიდოს თითოეული ილეთისათვის, რომელთათვისაც, ჩვეულებისამებრ, ამ შესაძლებლობათაგან ორ-სამს თუ იყენებს.

თუ გვინდა აიკიდოს არსს ჩავწვდეთ და ის ჭეშმარიტად ვაკეთოთ, ეს შრომა ფუჭი ნამდვილად არ გახლავთ.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-9?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)