იწყებს აიკიდოს ტადაში აბე სენსეისთან (ევროპაში აიკიდოს პირველ მასწავლებელთან) - აიკიდოს ფუძემდებლის პირველ უჩი დეშისთან, რომელმაც ევროპაში დასახლება გადაწყვიტა.
როდესაც ტადაში აბე იაპონიაში ბრუნდება, ის რამდენიმე პიონერთან ერთად ევროპის აიკიდოს კულტურულ ასოციაციას აარსებს, რაც შემდგომ ეროვნულ ასოციაციათა უმრავლების შექმნის საფუძველი ხდება: ACFA(F), ACBA(B), ANA(I), AGB(GB), BBN(NL), AA(AU)... ტოკიოს აიკიკაი ოფიციალურად აღიარებს ACEA-ს ევროპაში აიკიდოს განვითარებაზე პასუხისმგებელ ერთადერთ ცენტრალურ ორგანიზაციად.
სწავლობს მაცუჰარუ ნაკაძონო სენსეისთან. ეხმარება ნორო სენსეის საფრანგეთში დასახლების საქმეში. ენიჭება მესამე დანი აიკიდოში. 1963 წელს ხვდება ნობუიოში ტამურას, როდესაც ეს უკანასკნელი გემით ჩადის მარსელში და, შემდგომი წლების განმავლობაში, ყველანაირად უწყობს ხელს მის დამკვიდრებას საფრანგეთში. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აიკიდოს განვითარების საქმეში ACFA-ს წიაღში (Association Culturelle Française d’Aikido - საფრანგეთის აიკიდოს კულტურული ასოციაცია), და ამ წლების მანძილზე საფრანგეთში აიკიდოს სხვადასხვა მიმდინარეობების დაახლოებაზე მუშაობს.
აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის (FIA) დამფუძნებელი წევრი და, წლების განმავლობაში, გენერალური ხაზინადარია.
საფრანგეთში აიკიდოს მთავარი ჯგუფების კავშირის, UNA-ს (Union Nationale de l’Aikido - აიკიდოს ეროვნული კავშირი) წიაღშია. პიერ შასანი აქ ACFA-ს წარმოადგენს.
L’ACEA სახელწოდებას იცვლის და აიკიდოს ევროპული ფედერაცია ხდება. პიერ შანანი მას 1981-1989 წლებში თავმჯდომარეობს.
ფრანგული აიკიდო გადაწყვეტილებას იღებს გამოვიდეს FFJDA-ს (ძიუდოს ფედერაცია) ადმინისტრაციული დაქვემდებარებიდან. პიერ შასანი საფუძველს უყრის FFLAB-ის (Fédération Française Libre d’Aikido et de Budo - საფრანგეთის აიკიდოსა და ბუდოს თავისუფალი ფედერაცია) დაფუძნებას, რომელიც მოგვიანებით FFAB-ად გადაკეთდება.
ტოკიოს აიკიკაი მას მე-6 დანს ანიჭებს აიკიდოში.
ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალის (TAI) დამფუძნებელი წევრია.
ITAF - საერთაშორისო ტაკემუსუ აიკიდოს ფედერაციის დამფუძნებელი წევრია.
პიერ შასანი დღეისთვის ყველაზე მხცოვანი აიკიდოს მოქმედი მასწავლებელია ევროპაში. მას მე-8 დანი აქვს აიკიდოში.
პიერ შასანი
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.