ფილიპ ვოარინომ 1-ლი და მე-2 დანები ნობუიოში ტამურა სენსეისთან მიიღო, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 დანები კი მორიჰირო საიტო სენსეისგან, ვისთანაც უჩი დეშად იყო ივამაში, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას დოჯოში.
საიტო სენსეიმ ასევე მიანიჭა აიკი კენისა და აიკი ჯოს ხუთი ტრადიციული მოკუროკუ, სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ამ იარაღების ცოდნას აიკიდოს ფარგლებში და რომელიც სწავლების ნებართვას იძლევა.
იგი ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელია ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალისა, რომლის ამოცანაც 1992 წლიდან აიკიდოს შემქმნელის ორიგინალური სწავლების საერთაშორისო დონის შენარჩუნება და ევროპული ავთენტური და დამოუკიდებელი აიკიდოს გავრცელებაა.
იწყებს აიკიდოს ნიცაში. ხვდება ნობუიოში ტამურას.
კანის აიკი კლუბის მოწაფეა. ხვდება პიერ შასანს. ესწრება ნობუიოში ტამურასა და იოშიმიცუ იამადას მრავალ სემინარს.
ნობუიოში ტამურა აიკიკაის 1-ლ დანს ანიჭებს.
ნობუიოში ტამურა აიკიკაის მე-2 დანს ანიჭებს. ხვდება მორიჰირო საიტოს. ამ დროიდან ხდება უჩი დეში (შიდა მოწაფე) ივამაში.
მორიჰირო საიტო აიკიკაის მე-3 დანს ანიჭებს. მორიჰირო საიტო ანიჭებს აიკი კენისა და აიკი ჯოს 1-ლ, მე-2 და მე-3 მოკუროკუებს. აწყობს მორიჰირო საიტოს პირველ დიდ ტურნეს საფრანგეთში (2 კვირიანს).
მორიჰირო საიტო მე-4 მოკუროკუს ანიჭებს.
მორიჰირო საიტო აიკიკაის მე-4 დანს ანიჭებს. მორიჰირო საიტო მე-5 მოკუროკუს ანიჭებს.
აარსებს ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალს (TAI) პიერ შასანთან, ჟორჟ რუსოსთან და რამდენიმე ივამელ უჩი დეშისთან ერთად.
ენიჭება ივამა რიუს მე-5 დანი მორიჰირო საიტოსგან. ფილიპ ვოარინო უარს ამბობს აიკიკაის ხარისხებზე და აღარ ცნობს ამ ორგანიზაციის ტექნიკურ უზენაესობას.
ენიჭება ივამა რიუს მე-6 დანი მორიჰირო საიტოსგან. ფილიპ ვოარინო მესამე ივამელი მოწაფეა, რომელიც ამ ხარისხს იღებს.
ITAF - International Takemusu Aikido Federation-ის - ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებელი წევრია.
ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალის ორგანიზაციის კოლეგია მე-7 დანს ანიჭებს.



საიტო სენსეისთან ერთად

ვარჯიში ივამაში
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.