პირველი ნაბიჯი #1 - ჰანმი, როპო, ჰიტო ე მი და კენკა გოში

ეს გრძელი სტატიაა, მაგრამ რატომღაც ძალიან მგონია, რომ იგი გამოადგება ყველა იმას, ვინც გულწრფელად ცდილობს ჩასწვდეს აიკიდოს გადაადგილებას. გადავწყვიტე, იგი ორ ნაწილად გავყო, რათა უფრო იოლი გახდეს მისი მონელება-გადამუშავება.

ეს სტატია ერთ იდუმალებით მოცულ რამეს შეეხება: ტერფების მდგომარეობას აიკიდოში. მართლაც, ჩანს, რომ ო-სენსეის ხელოვნების ყველაზე ფუნდამენტური ტექნიკური ელემენტი მის შემდეგომ ისეთივე ჰერმეტულ საიდუმლოებად რჩება, როგორიც მითრას ღვთაების კულტის საიდუმლოა.

იმდენი კონტრ-ჭეშმარიტება, მიახლოებითი მოსაზრება და ფანტაზია ტრიალებს ამ საკითხის ირგვლივ, რომელიც ესოდენ უმნიშვნელოვანესია იმათთვის, ვისაც აიკიდოს გზაზე წინსვლა სურს, რომ საჭიროდ ჩავთვალე მინიმალური კოჰერენტულობა მაინც შემომეტანა იმ ბურუსით მოცულ ბუნდოვანებაში, რომელსაც დღეს სთავაზობენ ადამიანებს ცოდნის მაგივრად.

პირველი ნაბიჯი ძნელია სიყვარულში და ის ძნელია გზის ძიებისასაც. ლაო ძი წერდა: "თვალუწვდენლად გრძელი მოგზაურობა ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება". აიკიდო თვალუწვდენლად გრძელი მოგზაურობაა, მაგრამ ამ მოგზაურობის დასაწყებად საჭიროა როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმა, ისე იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი.

მიმართება ჰანმის, როპოს, ჰიტო ე მისა და კენკა გოშის შორის, აი, რით ვიქნებით დაკავებულნი მომავალ გვერდებზე.

ამას წინათ სწავლებისათვის განკუთვნილ ერთ სახელმძღვანელოში წავიკითხე, რომ თურმე სამგვარი ჰანმი არსებულა. როგორ გინდა დამწყები აიკიდოს გზაზე დააყენო, როდესაც მათთვის თავგზის აბნევას ასეთი სისულელით იწყებ?

არ არსებოს არავითარი სამნაირი ჰანმი, ჰანმი ერთადერთია და ის მაგისტრალურადაა ნაჩვენები ო-სენსეის ქვედა ფოტოებზე:

მაგისტრალურად, იმიტომ რომ ამ ფოტორებს თავისი ისტორია აქვს: ისინი ივამაში, 1950-იან წლებშია გადაღებული. ო-სენსეი მიწას ამუშავებდა რამდენიმე უჩი დეშისთან, მათ შორის, მორიჰირო საიტოსთან ერთად, როდესაც ცხოველი კამათი გაიმართა ზუსტადაც ჰანმის თაობაზე. ო-სენსეიმ იგრძნო მომენტის სიმწვავე და მნიშვნელობა, სოფლიდან ფოტოგრაფი ამოაყვანინა და, სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი დოჯოს წინ ფოტოს გადასაღებად მოემზადა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაეფიქსირებინა და აღებეჭდა ფირზე და თითოეულის გონებაში ის, თუ რა იყო და რა არ იყო ჰანმის დგომი. მაშასადამე ამ ფირებს ის ღირებულება აქვს, რომ შეგვიძლია მათ დავეყრდნოთ იმის განსაზღვრისას, თუ რა არის ან რა არ არის ჰანმის დგომი. ხოლო იმ კონტექსტის გამო, რომელშიც ისინი იქნა გადაღებული, ისინი, წესით და რიგით, უმაღლესი სანდოობით უნდა სარგებლობდეს.

მაგრამ თუკი სხვა მტკიცებულებებია საჭირო, მომდევნო ფოტოები, რომლებიც ფუძემდებლის სიცოცხლის სხვადასხვა ასაკშია გადაღებული, ადასტურებს, რომ ეს უაკანსკნელი უცვლელად ინარჩუნებს ერთსა და იმავე ჰანმის დგომს, იარაღით ხელში თუ უიარაღოდ. არ არსებობს არც ფოტო და არც ვიდეო, სადაც თავდასხმის მოლოდინში გაჩერებული ო-სენსეი ამისაგან განსხვავებულ პოზიციაში იქნებოდა ნაჩვენები:

ვფიქრობ, ზემოთ განთავსებული ფოტოგრაფიული ელემენტები საკმარისი ძალით მოწმობს, რომ აიკიდოს საწყისი დგომი – თავდასხმის მოლოდინში გაჩერებული დგომი აიკიდოსი – არის სწორედ ჰანმი, არასდროს სხვა არაფერი, გარდა ჰანმისა და რომ ჰანმი ყოველთვის თავის თავის თანასწორი პოზიციაა.

ეს დგომი იმგვარია, რომ წინა ტერფი პირდაპირ წინისკენაა მიმართული, ხოლო უკანა ტერფი მასთან ერთად შებრუნებული T-ს ფორმას ქმნის, რომლის განივი ძელიც (ამ შემთხვევაში ეს უკანა ტერფს შეესაბამება) დაახლოებით 60°-იან კუთხეს ქმნის წინა ტერფთან:

მაშასადამე არსებობს ჰანმის ერთადერთი დგომი, ცხადია, ის შეიძლება მივიღოთ მარცხნივ ან მარჯვნივ. ამასთან არსებობს ამ პოზიციის გარდა ტერფების აუცილებელი გარდამავალი განლაგებები საწყისი ჰანმის დგომსა და ჰანმის დგომს შორის, რომელიც მას მოჰყვება შემდგომ, როდესაც მოქმედება დასრულდება. ამ გარდამავალი მდგომარეობის რაოდენობა ორს შეადგენს.

პირველ გარდამავალ მდგომარეობას ჰიტო ე მი ეწოდება სახელად და ამაში წინა ტერფის დამახასიათებელი ბრუნვითი გახსნა იგულისხმება, რომელიც უკანა ტერფს წინისაკენ გასვლის საშუალებას აძლევს. ამგვარი გარდამავალი მდგომარეობა აუცილებელია ზოგიერთი მოძრაობისათვის, როგორებიცაა, მაგალითად, იკიო, შიჰო ნაგე თუ კაიტენ ნაგე იმიტომ რომ უკანა ტერფმა თავისი საწყისი პოზიციიდან 270°-ით დაშორებულ წერტილს უნდა მიაღწიოს, მაგრამ იგი არაა აუცილებელი 180°-ით ნაკლებად დაშორებული წერტილის მისაღწევად:

მეორე გარდამავალ მდგომარეობას სახელად კენკა გოში ეწოდება. იგი ტოლფერდა სამკუთხედის ფორმით გამოიხატება, რომელიც შეტევის დაწყებისას იჩენს თავს, როდესაც ტერფები ტოვებს ჰანმის პოზიციას. ეს ტოლფერდა სამლუთხედი მაქსიმალურ სიმდგრადეს გვთავაზობს, რომლის მიღწევაც ადამიანის სხეულს შეუძლია და რომელიც აუცილებლად სჭირდება მას დარტყმისა თუ გდებისათვის. ეს სიმდგრადე ტოლფერდა სამკუთხედის წვერის შებრუნებით მიიღწევა, რომელიც ტორის უკნისაკენაა მიმართული (ჰანმისაგან შედგენილი მახვილკუთხა სამკუთხედის წვერი წინისაკენაა მიმართულია, ვინაიდან ამ პოზიციაში მოძრაობის უნარიანობა უფრო სასურველია, ვიდრე სიმდგრადე).

კენკა გოშის დროს ორივე თეძო ერთმანეთთან ოპოზიციაშია (სხვათა შორის ეს ამ იაპონური ფრაზის თარგმანიდან მომდინარეობს) და თეძოების ეს დაპირისპირება წამის მეასედით კეტავს მოძრაობას, რაც ძალის ამოფრქვევისთვისაა აუცილებელი, ზუსტად ჰანმის პოზიციაში დაბრუნების წინ. აი რამდენიმე მაგალითი ო-სენსეისთან, მისი სიცოცხლის სხვადასხვა ასაკში გადაღებული:

ჰიტო ე მიში, ისევე როგორც კენკა გოშის დროს, ტერფები თვალნათლივ ძალიან განსხვავებული კუთხეებით დგას იმისაგან, რაც ჩვენ ჰანმის დგომის დროს მოვნიშნეთ, მაშასადამე შეუძლებელია ჰიტო ე მი და კენკა გოში ვერ გამოვარჩიოთ ჰანმისაგან. გამოდის კი აქედან ის ამბავი, რომ ჰიტო ე მი და კენკა გოში აიკიდოს ორ პოზიციად უნდა განვიხილოთ, რომლებიც ჰანმის დაემატება?

ამას ჩვენ განვმარტავთ, მაგრამ ვიდრე ასე შორს წავიდოდეთ, ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც აქ წარმოდგენილი ფოტომასალის ამ სამ სერიას შორის არსებობს, თვალში უნდა სცემოდა თითოეულს ჩვენგანს: *ჰიტო ე მისა და კენკა გოშის ფოტოები გვიჩვენებს მოქმედების დროს, მაშინ როცა ჰანმის ფოტოები გვიჩვენებს დროს, რომელიც წინ უძღვის მოქმედებას. ჰიტო ე მი და კენკა გოში დინამიკასთანაა კავშირშია, მაშინ როცა ჰანმი სტატიკას უკავშირდება.

(...) ამ სტატიის მეორე ნაწილში ჩვენ ვნახავთ ამ გამორჩევის შედეგებს, რაც აიკიდოს გადაადგილების სწორ და მკაფიო გაგებას უკავშირდება.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pirveli-nabiji-1-hanmi-ropo-hito-e-mi-da-kenka-goshi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)