რიაი #1


შიჰო ნაგე
აუცილებელია, მოწინააღმდეგე ყოველთვის თავისი წონასწორობის კარგის ღერძის შიგნით გვყავდეს დაჭიმული. მაგალითად, შიჰო ნაგეს დროს ხელებს თუ არ დავიჭერთ ასე, საჭირო დამულობას ვერ მივაღწევთ.


ხელების პოზიციის დეტალი
ისე დაიჭირეთ მოწინააღმდეგის მაჯა, რომ მისი ცერი თქვენკენ იყოს შემოტრიალებული. ო-სენსეი - კუდენი

ხელების ეს პოზიცია ზუსტად შეესაბამება ხელების პოზიციას ხმლის ჭერისას.

აი ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რას უწოდებენ რიაის აიკიდოში. რიაი არის კავშირი, რომელიც სხეულისა და იარაღის ტექნიკას აერთიანებს.

ასე რომ, არავითარი სხვაობა არ არის სხეულის პოზიციებს შორის ზემოთ მოხმობილ ამ სამ მოძრაობაში... არადა, „კატალოგის“ მიხედვით სხვადასხვებია.

რიაი ყველა „ილეთს“ შორის არსებული ყველგანმსუფევი კავშირია. სწორედ ის განაპირობებს, რომ აიკიდო ერთად ჩაყრილი სხვადასხვა ჯურის მოძრაობების უბრალო ერთიანობა კი არა, არამაედ პირიქით, ერთი პრინციპის გარშემო მომხდარი სინთეზია.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/riai-1
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)