როცა ჰარმონია მეფობს

დგება ხოლმე ჟამი, როდესაც ჩვენს თავს ვეკითხებით, რა საჭიროა შორს იმის ძებნა, რაც აქვე, გვერდითაა? როგორც ფილიპ ვოარინო ამბობდა თავის სტატიაში უფეხებოდ სიარული, ციტატა:

დღეს მესმის საიტო სენსეის პასუხის არსი, როდესაც ერთ-ერთმა მოწაფემ გულუბრყვილოდ ჰკითხა, აიკიდოს საიდუმლო სად ვეძებოო: „აიკიდოს საიდუმლო... აქვეა, მარტივად, თქვენს ფეხებშიო!“.

ასევე შეგვიძლია გავიაზროთ ის სახელი, რომელიც ფუძემდებელმა უწოდა თავის ხელოვნებას, ანუ სიტყვას „აიკიდო“:

აი: ჰარმონია, ერთიანობა
კი: ენერგია, სიმძლავრე
დო: გზა

მაშასადამე აიკიდო შეიძლება ითარგმნის, როგორც ენერგიის შერწყმის გზა და როგორც ამას თარგმანი გვიჩვენებს, მიზანი ენერგიათა ჰარმონიზებაა.

პოლემიკისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ირიმით ჭრაზე ან, ყოველგვარ დაცვასა და მოგერიებაზე უარის თქმით, ტრიალით შესვლაზე, ანდა მოწინააღმდეგის შეტევისას ჯოთი ან კენით ჭრაზე უფრო ლამაზი ჰარმონიზაცია არსებობს აიკიდოში, და რომ ჯო თავის დასაცავად კი არ გამოიყენება, არამედ ის მჭრელპირიან შუბს განსახიერებს.

ვის შეუძლია იდაოს ამაზე?

თუ დაცვა არსებობს, მისი არსი მხოლოდ შეტევაში ძევს.
წრფელი შეტევა ჩვენი ერთადერთი დაცვაა.

და ასევე, ვის ძალუძს ამტკიცოს, რომ მოგერიება ან თავდაცვა ზემოთ მოხსენიებულ განსაზღვრებას შეესაბამება?

მაშინ რატომ ამბობენ ხოლმე, რომ მოგერიება და დაცვა არსებობს აიკიდოში და რომ ეს ამ სახელწოდების ზუსტი და მარტივი თარგმანით შეიძლება დადასტურდეს?

ო-სენსეი უეშიბამ გვიანდერძა ხელოვნება და თუ თვალს გავახელთ და კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რისი თქმა და გადმოცემაც უნდოდა ამით.

აბა რაღა საჭიროა აიკიდოს სკოლების ესოდენი სიმრავლე, სადაც ხალხი ამბობს, ერთსა და იმავე სტილს არ ვსწავლობთო. აიკიდო, ნამდვილი და ავთენტური, ერთადერთია და ასე ერთადერთად დარჩება სამუდამოდ ქართა და მიმოქცევათა ჯინაზე, რაკიღა ერთი და ერთადერთი პრინციპითაა ნაგები.

უეშიბას აიკიდო ჰარმონიული ხელოვნებაა და ჰარმონია თავისი არსით ბლოკირებასა და შეწინააღმდეგებას უარყოფს. და თუ აიკიდო არსებობს, ის ძალაუნებურად მოგიერიბის გარეშეა, თორემ ამგვარ სახელს ვერ ვუწოდებდით.

აჰმედ მაჰი, 2011 წლის ნოემბერი

რუბრიკა „ტრიბუნა“ იღებს სტატიებს, რომელთა ავტორები აუცილებლად TAI-ის წევრები არ არიან..

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/roca-harmonia-mepobs
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)