სან ჯუ იჩი ნო ჯო : 1+2+3

სან ჯუ იჩი ნო ჯოს მე-2 და მე-3 თვლებს შორის არის ერთი შუალედური მოძრაობა, რომელიც საერთო თვლაში არ შედის და რომელიც ხშირად არასწორი ინტერპრეტაციების საგანი ხდება ხოლმე.

ამ მოძრაობისას უჩის ჯოს ვურტყამთ. იმ პოზიციაში, სადაც უკე ჯო იმყოფება ხოლმე ამგვარი დარტყმისას, ეს დარტყმა ხშირად გაიაზრება, როგორც განზრახვა, გვერდზე გასწიოს უჩის ჯო, რათა მომდევნო ცუკის (თვლა 3) შესრულება შეძლოს.

მე რამდენიმე ასეულჯერ გამიკეთებია ეს სავარჯიშო ივამაში მორიჰირო საიტო სენსეის მეთვალყურეობით და მას არასდროს მოუცია ამგვარი განმარტება. გარდა იმისა, რომ აიკიდოში არ არსებობს მოგერიება, არც იმგვარი მოძრაობა მოიძევება, როგორითაც უჩის იარაღის გააზრებულად გავწევდით გვერდით ერთ თვლაზე, რათა მომდევნო თვლაზე დარტყმა მოგვეხერხებინა. ამგვარი ცნება უცხოა აიკიდოსთვის.

ძალიან კარგად მახსოვს იარაღის პირველი გაკვეთილები ივამაში, 1986 წლის თებერვლის დასაწყისში. ზემოხსენებულ სავარჯიშოს ვასრულებდი ერთ ბატონთან ერთად, რომელსაც პირველად ვხედავდი. ჰიდეო ჰიროსავა ერქვა. მხოლოდ წლების შემდეგ შევიტყვე, რომ იგი საიტო სენსეის შემდეგ მეორე მცველი გახლდათ ივამას ტაძრისა. მან ერთხელ და სამუდამოდ ამიხსნა ის ხერხი, რომლითაც სრულდება ეს ტექნიკა და მიზეზი, რის გამოც უნდა შესრულდეს ასე. ჯო უნდა დავრტყათ იმ აზრით და განზრახვით, თითქოს მოწინააღმდეგეს ვჭრიდეთ. ამასთან მომდევნო დარტმისთვის (მე-3 თვლის ცუკი) ვემზადებით თავად ამ ჭრის დროს. უჩის ჯოს გვერდზე გაწევის არავითარი განზრახვა არ არსებობს.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/san-ju-ichi-no-jo-123?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)