სან ჯუ იჩი ნო ჯო : 4+5+6 შომენი vs იოკომენი

სან ჯუ იჩი ნო ჯოს მე-5 თვლაზე ორივე მოწინააღმდეგე იოკომენს აკეთებს. ურთიერთშეხების მომენტში ისინი სრულად თანაბარნი არიან და ამიტომაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია შეუტიოს მე-6 თვლაზე. სავარჯიშოში მითითებულია, რომ ასე უჩი ჯო უნდა მოიქცეს, ეს უბრალოდ შეთანხმებაა სამუშაო მეთოდში, რომელიც კატა 31-ისთვისაა შემუშავებული. და ეს უნდა დავიცვათ, რასაკვირველია.

ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ – for argument sake, როგორც ბრექსიტის ქვეყანაში იტყვიან – რომ უჩი ჯოს შეუძლია გააკონტროლოს შომენით იმ მომენტში, როდესაც უკან იხევს მე-5 თვლაზე, მაშინ აუცილებლად უკე ჯოს უნდა შეეტია მე-6 თვლაზე. მაგრამ ეს ინვერსია, ცხადია, შეცვლიდა კატას.

თუკი უჩი ჯოს ამ სიტუაციაში არ შეუძლია უპასუხოს შომენით, ეს იმიტომ, რომ მისი იარაღი უკე ჯოს იარაღის მსგავსად ვერ ადის შომენივით ვერტიკალურად (შომენი თავის ყველაზე ზედა ნაწილს ნიშნავს), და პირიქით, თავს ზემოთ, შომენის გარშემო (თავის ყველაზე ზედა ნაწილის გარშემო) ტრიალებს მარცხნიდან მარჯვნივ. იოკომენის დარტყმა შომენის გარშემო მბრუნავი სპირალია, რასაც შედეგად აუცილებლად მოჰყვება იარაღის მოძრაობა უჩის სხეულის ცენტრალური ღერძის გვერდიდან (იოკო). ყურადღება მივაქციოთ, მე ვამბობ უჩის სხეულის-მეთქი და არა მეტოქის სხეულისა, რომელსაც ამგვარად ურტყამენ-მეთქი : შომენს, ისევე როგორც იოკომენს, მოძრაობის არა დამასრულებელი, არამედ სწორედაც საწყისი წერტილი განსაზღვრავს. შომენი იმიტომაა შომენი, რომ ის 'შო'-დან იწყება, ხოლო იოკომენი იმიტომაა იოკომენი, რომ ის 'იოკო'-დან იღებს სათავეს. რაკი შომენი მოწინააღმდეგის 'შო'-სთან მიდის, იოკომენი კი მოწინააღმდეგის 'იოკო'-სთან მიდის, ჩათვალეს, რომ საბოლოო წერტილი განსაზღვრავს, დარტყმა შომენია თუ იოკომენი, რაც სრულიად არასწორია.

სინამდვილეში შომენის დარტყმა მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომელიც შომენიდან მოდის, ანუ კენის პირველი ოთხი სუბურის დარტყმა და ჯოს მენ უჩები. ყველაზე სუფთა შომენი კენის პირველი სუბურის დარტყმაა. მართლაც, ის ერთადერთია, რომელიც ხმლის პირს საშუალებას აძლევს სრულიად ვერტიკალურად დარჩეს ჭრის დროს. უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა დანარჩენი სუბურის შომენი დანიშნულების ადგილას მსუბუქით კუთხით გადახრილი მიდის. ეს გადახრა თეძოების ცვლის გარდაუვალი, ბიომექანიკური შედეგია. ამასთან შევნიშნოთ ესეც - მსუბუქი კუთხე ბოლო წერტილში არ კმარა საიმისოდ, რომ შომენი იოკომენად გარდავქმნათ, ის ყოველთვის შომენი იქნება, იმიტომ, რომ ჭრა უჩის შომენიდან იწყება. იოკომენის კუთხე ოდნავ უფრო განსხვავებული და გამოხატულია. ასე ვთქვათ, "შოკომენი", არ არსებობს…

სამაგიეროდ, არავითარ რეალობას არ შეესაბამება აიკიდოს თვალსაზრისით ის ამბავი, რომ დავიწყოთ შომენით, გადავხაროთ შომენის დარტყმა თავის გვერდისკენ და ამგვარად, შომენის დარტყმა სრულიად უსაფუძვლოდ გარდავქმნათ იოკომენის დარტყმად. ეს სახიფათო შეცდომაა, იმდენად, რამდენადაც ის სრულიად უსარგებლოდ მოაშიშვლებს უჩის თავს.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/san-ju-ichi-no-jo-456-shomeni-vs-iokomeni?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)