სანკიო / კაიტენ ნაგე (სანკაჯო)

ჩაჭიდება კატატე დორი.

როდესაც შიგნიდან გადიხართ (უჩი), ატემი აუცილებელია, თორემ ფერდი ძალიან ღია გრჩებათ.

უკეს უკან, მისი წონასწორობის კარგვის კუთხით უნდა შეხვიდეთ.

ერთადერთი განსხვავება კაიტენსა და სანკიოს შორის: სანკიოს დროს თავისუფალ ხელს უკეს მაჯაში ავლებთ.

ჩავლების წერტილი თქვენი ხერხემლის ღერძთან მოიტანეთ. ტრიალისთვის ჰაპო გირის გადაადგილება გამოიყენეთ.

დაუკვირდით, სანკიოს დროს ხელების ჩავლება უნდა შეცვალოთ, როგორც ნაჩვენებია ეს.

სხეულთა პოზიცია და ურთიერთმიმართება აქაც იდენტურია, მხოლოდ ჩავლებაა განსხვავებული.

ორივე შემთხვევაში ჭრა უნდა გააკეთოთ, მაგრამ ყურადღებით, ეს მნიშვნელოვანია: ჭრა არ არის შომენი.

ჭრა იოკომენია, რომელსაც თქვენი წინა (აქ მარჯვენა) ფეხის უკან გატანითა და უკეს წონასწორობის კარგვის უკანა მხარეს გადაადგილდებით ასრულებთ.

სხვა კუთხიდან დანახული იგივე მოძრაობა.

რადგანაც იოკომენის ჭრას ასრულებთ და უკეს წონასწორობის კარგვის უკანა მხარეს გადიხართ, ეს უკანასკნელი იძულებულია წინა (აქ მარცხენა) ფეხი უკან გაიტანოს, რომ არ დაეცეს. ასეთ წონასწორობადაკარგულ მდგომარეობაში მყოფს ჩაავლეთ თავისუფალი ხელი კინკრიხოში (კაიტენ ნაგე) ან იდაყვში (სანკიო).

ამ წერტილამდე ეს ორი მოძრაობა იდენტური იყო. აქ იყოფა მათი გზები: კაიტენ ნაგეს დროს უკეს მისი წონასწორობის კარგვის წინა მხარეს ისვრით, სანკიოს დროს კი თქვენ მას წონასწორობის კარგვის უკანა მხარეს გააუძრავებთ.




სხვა კუთხიდან დანახული სანკიოს იგივე ფაზა.


მოუგრიხეთ უკეს ბიუსტი და ამისთვის ბერკეტად მისი თავი და ხელი გამოიყენეთ. ჰიტო ე მის პოზიციაში მდგომი თქვენი წინა ფეხი იმ მიმართულებას გიჩვენებთ, საითაც უნდა მიაწვეთ და ეს უკეს წონასწორობის კარგვის წინა მხარეა.


სანკიოს გრეხა შეინარჩუნეთ და შეცვალეთ ხელი. ამ საშიში მომენტის უსაფრთხოებისთვის ბარძაყის მიწოლა გამოიყენეთ (მარჯვენა მუხლი ძირს არ არის ამ სტადიაზე).


მიაწექით უკეს ხელს, მარჯვენა ფეხი წინ გადადგით და ამგვარად გადააგდეთ უკე.


უკე ხელზე წინ მიწოლით გააუძრავეთ. შეცვლილი ხელების პირობებშიც უკეს ხელი სანკიოს პრინციპით დაგრეხილი უნდა შეინარჩუნოთ.


კაიტენ ნაგეთი გდება მარჯვენა ნაბიჯის გარეშეც შეიძლება. ამ შემთხვევაში გდების ფინალურ ფაზაში მარცხენა ფეხი უკან უნდა გადადგათ (აქ არ არის ნაჩვენები). ამაშია განსხვავება კაიტენ ნაგეს ირიმი და ტენკან ვერსიებს შორის.

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/sankio-kaiten-nage-sankajo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)