კოტე გაეშის გაუძრავების დასაწყისი ნიკიოს გაუძრავების დასაწყისის საპირისპიროა. ამ მიზეზის გამო შეუძლებელია ერთნაირად დასრულდეს გაუძრავება ამ ორ შემთხვევაში.

ნიკიოს გაუძრავებისას თქვენი სხეული უკეს ხელის უკანაა და ამ მარტივი პოზიციის გამო ბუნებრივ კონტროლს ახორციელებს.

მეორე მხრივ, როდესაც თქვენ უკანა ხელს უშვებთ უკეს იდაყვს, თქვენი უკანა ხელი უკვე იმ პოზიციაშია, რომ უკეს მკლავი თქვენი იდაყვის ღრმულში უნდა ჩაჯდეს. ასე უკე ვეღარ გაიქცევა მკლავის უკან დაშვებით.

შესაძლებელია ნიკიო ნო კატამეს გაუძრავების ფორმაში პირდაპირ მოხვდეთ.



კოტე გაეშის გაუძრავებისას პირიქით, თქვენი სხეული უკეს მკლავის წინაა, და ის ვერაფერს ვერ აკონტროლებს. თქვენს უკანა ხელს უჭირავს უკეს ხელი თქვენივე ბარძაყის შიდა მხარით. ეს პოზიცია ნიკიოს პოზიციის საპირისპიროა.

აი, რატომ უნდა დაიჭიროთ უკეს მაჯა კოტე გაეშის დროს თქვენი წინა ხელით და მხოლოდ მერე ჩაიტანოთ მუხლი. მოაშორეთ თქვენი საყრდენი ბარძაყი, როდესაც მას თქვენი ხელით შეცვლით.

ამგვარად არავითარი ღრიჭო აღარ რჩება გაუძრავებაში, რაც საშუალებას მისცემდა უკეს, თუ შემთხვევა მიეცემოდა, ხელი უკან ჩაეტანა და გაქცეულიყო. თქვენმა წინა ხელმა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს ეს ჩავლება უკეს მაჯაში.


კოტე გაეშის გაუძრავების ამგვარი მანერა კოტე გაეშისა და ნიკიოს გაუძრავებების ერთმანეთში აღრევისაგან მომდინარეობს. იმ მომენტში, როდესაც ტორი ხელს უშვებს უკეს მარჯვენა მკლავს, რომ თავის მარცხენა ხელით გააუძრაოს, მისი მარცხენა იდაყვი ზევითაა. წამის მეათედის განმავლობაში უკეს ხელი აღარაფერს აღარ უჭირავს უკეს შეუძლია მკლავი დაუშვას და თავს უშველოს. შეუძლებელია, კოტე გაეშის გაუძრავება ისევე გააკეთო, როგორც ეს ნიკიოს შემთხვევაში ხდება და ამით უკეს გაქცევის საშიშროება არ შექმნა.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.