შეცდომა #10 - კოტე გაეში, როცა უკეს ვაგდებთ არასწორი კუთხით

კოტე გაეში: შეცდომა, რომელიც უკეს არასწორი კუთხით გდებაში მდგომარეობს.

კოტე გაეში არის მოძრაობა, სადაც ტორიმ უკე უნდა დააგდოს მისი წონასწორობის კარგვის უკანა მხარეს, რასაც ნათლად გვიჩვენებს ო-სენსეის ეს ფოტო.

თუ ეცდებით უკეს წონასწორობა დააკარგინოთ გვერდითკენ და არა უკანა მხარეს, მას შეუძლია მუშტით მოგწვდეთ და დაგარტყათ ვარდნამდე ან ვარდნის დროს.

ზევით ნაჩვენები მაგალითიდან ვხედავთ, რომ გვერდითა გდების კუთხე 90°-ით განსხვავდება გდების სწორი (უკანა მხარეს) კუთხისაგან. ასევე თვალნათლივ ჩანს შუა ფოტოზე, რომ ტორის ფერდს თავისუფლად შეიძლება მისწვდეს დასარტყმელად უკეს მეორე ხელი. როდესაც უკე ვარდება, რაკი ის ერთგვარ დინამიკაშია, ვარდნის დროსაც კი საფრთხეს წარმოადგენს ტორისთვის, რომელსაც ამგვარი მოძრაობისას ამ დარტყმის თავიდან აცილების არავითარი საშუალება არა აქვს.

ცხადია, გვერდითი გდება უფრო სანახაობრივია, ვიდრე უკანა მხარეს გდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რას ვცდილობთ და რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. თუ ვფიქრობთ, რომ ტორის უსაფრთხოება უმნიშვნელო რამაა და აიკიდო მხოლოდ როლების თამაშია, მაშინ რაც მოგვეპრიანება, ის შეგვიძლია ვაკეთოთ.

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shecdoma-10-kote-gaeshi-roca-ukes-vagdebt-arascori-kutxit
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)