მოროტე დორი კოკიუ ჰო (კატატე რიოტე დორი სოკუმენ ირიმი ნაგე): შეცდომა უკესთვის წონასწორობის დაუკარგვინებლად შესვლაში მდგომარეობს.



როდესაც უკეს ჯოხი ასე უჭირავს, ბერკეტი საშუალებას იძლევა ერთი თითით მთელ სხეულს წონასწორობა დააკარგვინო.



თუ ჯოხს წინამხრით შევცვლით, პრინციპი იგივე დარჩება. ბერკეტის ეფექტის მისაღწევად ტორიმ იდაყვი უკეს ჩავლებაზე უფრო ქვევით უნდა ჩაიტანოს.
აი რატომ ხსნიდა ო-სენსეი ამ მოძრაობას შემდეგი ფრაზით:
კატა მო ჰიჯი მო კოში მო კიმოჩი ო საგეტე
ქვევით დაუშვით მხარი, იდაყვი, თეძოები და შეგრძნება.
როგორც კი წონასწორობას დააკარგვინებთ, საკმარისია გააგრძელოთ მოძრაობა კუთხის შენარჩუნებით უკეს წონსწორობის კარგვის უკანა მხარეს (შდრ. გავრცელებული შეცდომა #14). ამ საბაზო პრინციპის დაცვით არც ერთ მომენტში არ აღმოჩნდებით უკეს შეტევის ხაზზე.


ზევით ნაჩვენებ მაგალითზე ტორის იდაყვი ჩაჭიდებაზე მაღლაა. უკე ბერკეტის ეფექტს არ განიცდის და ამიტომ არც წონასწორობას კარგავს, რაც გდებას რთულსა და სახიფათოს ხდის, რადგან ტორი უკეს შეტევის ხაზზე რჩება.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.