შეცდომა #6 - შიჰო ნაგე, უკეს გდება არასწორი კუთხით

აუცილებელია, საკმარისად ღრმად შევიდეთ უკეს ზურგსუკან...

...ისე, რომ გავჭრათ უკეს წონასწორობის კარგვის უკანა მხარეს. გდების სიმძლავრე ანგარიშგასაწევია ამ სიტუაციაში.

გდების ამ ხერხის შედეგად, რომელსაც ო-სენსეი იყენებდა, ბოლოს უკეს თავი ძირს, ტორის ფეხებს შორის აღმოჩნდება.

ზევით ნაჩვენებ სურათზე ტორი საკმასირად არ შედის უკეს ზურგში. გარდა იმ საშიშროებისა, რომელსაც ეს ხერხი შეიცავს (შდრ. გავრცელებული შეცდომა #7), ტორის მდებარეობა უკეს წინ ხელს უშლის გადააგდოს იგი უკეს წონასწორობის კარგვის უკანა მხარეს. ამიტომ აგდებს მას წინ. ნაცვლად იმისა, რომ ტორის სხეულთან, მის კონტროლში დაეცეს, უკე წინ, მოშორებით, კონტროლის გარეთ ვარდება.

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shecdoma-6-shiho-nage-ukes-gdeba-arascori-kutxit
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)