ტენჩი ნაგე: შეცდომა უკეს არასწორი კუთხით გდებაში მდგომარეობს.


ტენჩი ნაგეს დროს უკე ცალი ხელით ცისკენ, მეორეთი კი მიწისკენ უნდა მიიზიდოთ. უკეს ამ წინისკენ ამოძრავებას იყენებთ იმისათვის, რომ შეხვიდეთ და გადააგდოთ უკან, საითან წონასწორობას კარგავს ის. ხელები წრიული თაღივით უნდა გქონდეთ.


დაუკვირდით, სხეულის მოძრაობა ორგვარია: წინა ფეხი პირდაპირ და დიაგონალურად შედის უკეს ზურგსუკან, თუმცა ამავდროულად სხეულის ღერძი, ანუ მთელი ბიუსტიც ტრიალით მუშაობს. ამ ბრუნვის გამო უკე ვარდება თქვენი სხეულის შიდა მხარეს და არა პირდაპირ, თქვენ წინ. გდების დროსაც ხელები წრიული თაღივით უნდა გქონდეთ.


თუ ტორი სწორად შედის, უკანა ფეხი დიაგონალურად შეაქვს, მაგრამ უკეს პირდაპირ აწვება, როგორც ეს ზედა ფოტოზეა ნაჩვენები, სხეულის ღერძი აღარ ტრიალებს, ტორის ხელები აღარ ქმნის კოკიუ რიოკუს წრიული თაღის პოზიციას, უკე ტორისგან შორს, მის კონტროლს გარეთ ვარდება, ვერ დასცემს ძირს ძლიერად და ვეღარ აკონტროლებს, როგორც ეს სხეულის ღერძის როტაციის დროსაა შესაძლებელი.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.