უჩი ტაჩი: ხმალი, რომელიც უტევს.
უკე ტაჩი: ხმალი, რომელიც იღებს.
აქ ორჯერ შესრულებული მოძრაობა შეიძლება განმეორდეს რამდენჯერაც საჭიროა.

უჩი ტაჩი: კენ ნო კამაე, პოზიცია ჰანმი.
უკე ტაჩი: კენ ნო კამაე, პოზიცია ჰანმი.

უჩი ტაჩი: მარჯვენა ჰანმიდან უნდა გადავიდეს…
უკე ტაჩი: მარჯვენა ჰანმიდან უნდა გადავიდეს…

უჩი ტაჩი: მარცხენა ჰანმიში.
უკე ტაჩი: მარცხენა ჰანმიში და მიიღოს უპირატესი პოზიცია.

უჩი ტაჩი: იოკომენ…

უჩი ტაჩი: …უჩი, მარჯვენა ფეხი წინ.

უკე ტაჩი: უკან იხევს, თან კენი ააქვს და…

უკე ტაჩი: …აკონტროლებს ჰანმით, მარჯვენა ფეხი წინ, იმპულსს აძლევს კენს.

უჩი ტაჩი: იღებს იმპულსს და უკეს კენის ქვეშ გადის.

უჩი ტაჩი: ძუკი, მარცხენა ფეხი წინ.

უკე ტაჩი: უკან იხევს და აკონტროლებს, მარცხენა ფეხი წინ.

უჩი ტაჩი: იოკომენ…

უჩი ტაჩი: …უჩი, მარჯვენა ფეხი წინ.

უკე ტაჩი: უკან იხევს, თან კენი ააქვს და…

უკე ტაჩი: …აკონტროლებს ჰანმით, მარჯვენა ფეხი წინ, იმპულსს აძლევს კენს.

უჩი ტაჩი: იღებს იმპულსს და უკეს კენის ქვეშ გადის.

უჩი ტაჩი: ძუკი, მარცხენა ფეხი წინ.

უკე ტაჩი: ფინალური ძუკი ჰიტო ე მიში, მარცხენა ფეხი წინ, საბოლოო მოძრაობა.
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.