შიჰო ნაგე (მიმართულებები III და IV)

ზედა დონის ტექნიკა

მიმართულება III

მიმართულება IV

III და IV მიმართულებებისთვის შესვლა იდენტურია. I და II მიმართულებათა შესვლებისგან განსხვავებით ტორი აქ უკეს წინ შედის. დარტყმა ან ფეხის გამოსმა რომ თავიდან აიცილოს, ამისთვის ერთადერთი საშუალება აქვს - უკეს წონასწორობა დააკარგინოს. ამისათვის ტორიმ ხმლის აწევისას სიმძლავრე, შეტრიალებისას კი მოძრაობის უწყვეტობა უნდა შეიგრძნოს.


რამდენადაც ტორი უკეს წინ ტრილებს, ამ უკანასკნელის იდაყვი უსაყრდენოდ რჩება და იძულებულია, წინ დაეცეს. ამ შემთხვევაში ტორი უკეს უკან ვეღარ აღმოჩნდება, როგორც ეს I და II მიმართულებების დროს ვნახეთ.


ტორი სხეული უნდა გაეცალოს იმისათვის, რომ უკე III მიმართულებისგან 90°-იანი კუთხით დაეცეს.

მიმართულებებისა და კუთხეების უკეთესი ვიზუალიზაციისა და აღქმისათვის III და IV მიმართულებებისთვის აუცილებელი წინა მხარეს გდებები აქ უკანა მხარეს გდებებითაა ხელოვნურად შეცვლილი.


მიმართულება III: უკე ვარდება ჯოსეკისკენ.


მიმართულება IV: უკე ვარდება შიმოზასკენ.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shiho-nage-mimartulebebi-iii-da-iv?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)