შიჰო ნაგე ომოტე #2

შეტრიალების შემდეგ უნდა აღმოჩნდეთ:

  1. აიტეს უკან, საკმარისად შორს მის ზურგში. ამისთვის ორი მიზეზია:
    1. სწორედ აქეთ კარგავს წონასწორობას უკნისაკენ აიტე, რაც თქვენი შომენის დარტყმის კუთხეს განსაზღვრავს, როგორც ამას მე-3 პუნქტში ვიხილავთ.
    2. აქ უსაფრთხოდა ხართ და ვერ გწვდებათ აიტეს მეორე ხელი, რომელიც თავისუფლადაა დარჩენილი.
  2. ჰანმის პოზიციაში, რადგან შომენის დარტყმა, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ, ამჯერად თეძოების უკნისაკენ ტრიალს მოითხოვს.

დაუკვირდით ხელების პოზიციას, რომლებიც ამ სტადიაზე აღარაა გადაჯვარედინებული, იმიტომ რომ ისინი წინა ფაზაში იყო გადაჯვარედინებული. ეს გადმოჯვარედინებული პოზიცია თეძოების ჰარმონიულ ტრიალთან ერთად საუკეთესო ბერკეტს ქმნის ფინალური ჭრისათვის.

აიტეს ზურგში ღრმად შესვლა წონასწორობას აკარგინებს ამ უკანასკნელს, თქვენ კი მისი თავისუფალი მუშტი ვეღარ გწვდებათ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს პოზიცია იდენტურია როგორც ომოტესთვის, ისე ურასთვის. შიჰო ნაგეზე საბაზო მუშაობისას ომოტე და ურა ორი განსხვავებული გზაა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას მისასვლელად.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shiho-nage-omote-2?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)